შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მხრიდან ორპარტიული მხარდაჭერა უკრაინისთვის და მისი ჯარისთვის „დაუჯერებლად გამამხნევებელია“..
გასული წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შეერთებული შტატები კიევისთვის დახმარების უდიდესი წყარო იყო. იმ 60 მილიარდის ნახევარი, რომელიც ბაიდენმა უკრაინისთვის კონგრესისგან მოითხოვა ხუთშაბათს, შეერთებული შტატების იარაღის მარაგების შევსებისთვის და მოდერნიზაციისთვის დაიხარჯება.
პარასკევს, სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ზელენსკიმ თქვა: „შეერთებულ შტატებში უკრაინის მიმართ ურყევი ორპარტიული მხარდაჭერა, ყველა ჩვენს მეომარს და ჩვენს მთელ ერს დაუჯერებლად ამხნევებს. უკრაინის თავდაცვაში ამერიკის ინვესტიცია მთელი ევროპის და მსოფლიოს ხანგრძლივ უსაფრთხოებას უზრუნველჰყოფს“.