იუთუბის საიტზე ბოლო დროს ვეღარ ნახავთ საოჯახო ვიდეოებს საყვარელი ბავშვების და ცხოველების მონაწილეობით. უკანასკნელ დროს ლონდონში, ნიუ იორკში, ლოს ანჟელესსა და ტოკიოში გაიხსნა მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი სტუდიები. მათი მიზანია გააუმჯობესონ მასალის ხარისხი, ვინაიდან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ინტერნეტი ახალი თაობისთვის გართობის მთავარი საშუალება ხდება.
ერთ-ერთი ინტენსიური გადაღებების დღე სკოლაში, სადაც ვიდეო-თამაშს მსოფლიო აუდიტორიისთვის ამზადებენ. თუმცა ეს შოუ არ გავა ტელევიზიით, ყოველი ეპიზოდი ინტერნეტისთვის არის განკუთვნილი.
უთუბის სტუდიის ტელე-ოპერატორი ჯიმ ვონგი ამბობს, რომ "ეს არის ვებ-საიტისთვის განკუთვნილი სრულმეტრაჟიანი მაღალბიუჯეტიანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, რომელიც აქამდე შესაძლოა მხოლოდ ტელევიზიით გენახათ.“
ჯიმ ვონგი იუთუბის რედაქტორია, რომელიც ამავდროულად შოუშიც მონაწილეობს. მისი ძმა ფრედი რეჟისორია. შოუს მეორე სეზონის ბიუჯეტი 800 ათასი დოლარია, რომელიც ინტერნეტით შეგროვდა შოუს ფანების მიერ. მათ 5-15 დოლარამდე გაიღეს იმისათვის, რომ ეს შოუ გაგრძელებულიყო.
„დაახლოვებით 3 მილიონი ხელმომწერი ჰყავდა იუთუბზე ამ შოუს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ფანების უმრავლესობის ასაკი 13-17 წლამდეა,“ აცხადებს ვონგი.
ახალგაზრდა თაობა ძირითადად 35 წლამდე ასაკის ადამიანები სარგებლობენ ინტერნეტით, ხშირად შედიან იუთუბის საიტზე გასართობად, ამბობს მალიკ დუკადი, რომელიც იუთუბისა და გუგლის პარტნიორულ თანამშრომლობას კურირებს:
„მსოფლიოს ძირითადი მოსახლეობა იყენებს იუთუბს, როგორც ინტერნეტის პირველ ფანჯარას, ან მაშინ როდესაც ტელევიზორსაც უყურებენ.“
მნახველებს ყოველთვის შეუძლიათ რაიმე ახალი ნახონ იუთუბში. 72 საათის ვიდეო-მასალა იდება ყოველ წუთს ვებ-საიტზე.
იუთუბი ცდილობს ახალგაზრდა თაობას უფრო პროფესიონალურად გადაღებული ვიდეოები შესთავაზოს. სტუდია - სავსე კამერებით და განათებით რომელიც 3700 კვადრატული მეტრი ფართობისაა და ლოს ანჟელესში მდებარეობს, უდიდესია დანარჩენ სამ სტუდიასთან შედარებით. სტუდიის ხელმძღვანელია ლაიმ კოლინზია. მისი თქმით:
„მათ სურთ რომ მეტი მაყურებელი მიიზიდონ. მათ ექნებათ ძალიან ხარისხიანი პროდუქტი, მეტი ამბიცია და დასახულ მიზანს მიაღწევენ.“
ვიდეო-თამაში სკოლაზე არ არის ერთადერთი პროექტი რომელიც აქ ხორცილდება. წარმოშობით რუსეთიდან ოლგა კეი ადრე ცირკში ჟონგლიორად მუშაობდა ახლა კი იუთუბის ამ პროექტში არის დასაქმებული. იგი კომედიებში მონაწილეობს:
„ვფიქრობ, მომავალ ხუთ წელიწადში უფრო მეტის მომსწრენი გავხდებით. ჰოლივუდის ბევრი ვარსკვლავი კი უკვე იუთუბისკენ იხრება.“
კინო და ასევე ტელესტუდიებიც ხშირად მიმართავენ იუთუბს საკუთარი შოუს პოპულარიზაციის მიზნით. იუთუბის მომხმარებლები ამბობენ, რომ ხშირად შეუძლიათ იუთუბზე გამოქვეყნებული მასალის კომენტირება, რითიც ვიდეოს ავტორთან საპასუხო კავშირს ამყარებენ. მალიკ დუკარდი ამბობს რომ, ეს ყველაფერი უფრო ინტერაქტიული ხდება დღითიდღე.
მისივე აზრით, ინტერნეტი აძლევს საშუალებას როგორც ჰოლივუდის სტუდიებს ისე ახალ მოთამაშეებსაც რომ გარშემო გლობალური აუდიტორია შემოიკრიბონ.