ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საჯარო დიპლომატია და სოციალური მედია


„ჩვენ ჩრდილოეთ აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთში ახალგაზრდა აქტივისტების აღმავალ ტალღას ვხედავთ, რომლებიც საკუთარ უფლებს ითხოვენ და სურთ საკუთარი სამყაროს შეცვლა,“ - ამის შესახებ სახლემიფო მდივნის მოადგილემ სახალხო დემოკრატიის და საზოგადოებრივ საქმეთა საკითხებში ჯუდით მაკჰეილიმ ვაშინგტონის მშვიდობის ინსტიტუტში განაცხადა.

მისი თქმით, „ეს არის გარდამტეხი მომენტი ახალგაზრდობაში, რომელიც ქმნის კრიტიკულ მომენტს შეერტებული შტატებისთვის რათა გაძლიერდეს ჩვენი მცდელობა მათ მხარდასაჭერად.“

სახელმწიფო დეპარტამენტის განათლების და კულტურის საკითხთა ბიურო აგრძელებს გაცვლით პროგრამებს რომელიც ეხება სტუდენტებს, პედაგოგებს, მსახიობებს, სპორტსმენებს და ახალ ლიდერებს, შეერთებულ შტატებსა და 160 ქვეყანას შორის.

დღეს, დეპარტამენტის გაცვლით პროგრამებში ერთი მილიონი ადამიანია ჩართული, ეს არის ქსელი როემლიც მოიცავას 50-ზე მეტ ნობელის ლაურეატს და 350-ზე მეტ ყოფილ თუ ამჟამინდელ სამთავრობო ლიდერს. „გაცვლით პროგრამებში მონაწილე ლიდერები სწარაფად ხდებიან სამოქალაქო ელჩები,“ - განაცხადა მაკჰეილიმ. „ისინი ქმნიან დიალოგის და შესაძალებლობების სივრცეს თანამშრომლობისთვის, როდესაც მოგზაურობენ საზღვარგარეთ. ასევე ისინი ქმნიან ურთიერთგაგების ფართო გაერთიანებებს, როდესაც სამშობლოში ბრუნდებიან,“ - დასძინა მან.

ქალბატონმა მაკჰეილიმ აღნიშნა, რომ ინტერნეტი არის ის საშუალება, რომელიც უამრავ ადგილებში ხალხს ერთმანეთთან დაკავშირების უფლებას აძლევს.

კავშირის ტექნოლოგიები დეპარტამენტს საშუალებას აძლევს გაზარდოს და განავრცოს გაცვლითი პროგრამები უფრო ფართო საზოგადოებისთვის. სოციალური მედია იძლევა საშუალებას რათა შეიქმნას და შენარჩუნდეს კავშირები გაერთიანებებთან., რაც აქამდე არ იყო შესაძლებელი.

ასევე სოციალური მედია უზრუნველყოფს იმ პლატფორმის შექმნას, რაც იძლევა მონაწილეებთან ურთიერთობის შესაძლებლობას, როდესაც სრულდება საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები.

ახალი ტექნოლოგიები ქმნის შესაძლებლობას მოხდეს ურთიერთობა ახალგაზრდებთან, როდესაც ისინი ამ კავშირს ახორციელებენ ან ინტერნეტით ან მობილური ტელეფონებით.

ასევე სოციალური მედია საშუალებას გვაძლევს დროულად ვადევნოთ თვალი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს.

და ბოლოს გაცვლითი პროგრამები სოციალური მედიის საშუალებით განხორცილება გაცილებით იაფი ჯდება, ხოლო შედეგები კი საკმაოდ დიდია.

XS
SM
MD
LG