ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენის ინაუგურაციაზე ახალგაზრდა პოეტი ამანდა გორმანი გამოვა


ამერიკის არჩეული, 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე, პოეზიასაც მოვისმენთ, რომელსაც 22 წლის პოეტი, ამანდა გორმანი წაიკითხავს.

ბაიდენის გუნდის მიერ შერჩეული პოეტი ახალგაზრდაა, თუმცა უკვე ძალიან პოპულარული. მას ტექსტები დაწერილი აქვს ისეთი ღონისძიებებისთვის, როგორიცაა, 4 ივლისი, ამერიკის დამოუკიდებლობის დღე; ბოსტონოს პოპს ორკესტრის კონცერტი, ჰარვარდის გამოსაშვები საღამო და ა.შ

ბაიდენი იმ დემოკრატი პრეზიდენტების ტრადიციას აგრძელებს, ვის ინაუგურაციაზეც, ცნობილი პოეტები გამოდიოდნენ. მაგალითად ისეთები, როგორიც მაია ენჯელოუ და რობერტ ფროსტი არიან.

1993 წელს, ბილ კლინტონისთვის, საინუგურაციოდ დაწერილი წერილები "დილის პულსზე" წიგნადაცაა გამოცემული და მისი მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.

ბოლოს, ინაუგრაციაზე კითხულობდნენ პოეტები ელიზაბეთ ალექსანდერი და რიჩარდ ბლანკო. გორმანი ამბობს, რომ ორივესთან აქვს კონტაქტი. "ჩვენ სამნი, ერთად ვართ გონებით, სხეულითა და სულით", თქვა ახლგაზრდა პოეტმა.

გორმანი, ინაუგურაციაში მონაწილე პოეტებს შორის ყველაზე ახალგაზრდაა. თუმცა, ის ახალ ამბებში, ინაუგურაციამდეც ბევრჯერ მოხვედრილა. 2014 წელს, გორმანი ლოს-ანჯელესის პირველ ახალგზარდა პოეტ ლაუერატად დაასახელეს, ხოლო სამი წლის შემდეგ ის გახდა ქვეყნის პირველი ახალგაზრდა პოეტი ლაურეტი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG