ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს გენერალური მდივანი ახალგაზრდებს მიმართავს


„იმედი არსებობს. წელს, ჩემი საახალწლო მიმართვა ეკუთვნის იმედის უდიდეს წყაროს, - სამყაროს ახალგაზრდებს. თქვენი თაობა წინა ხაზზეა, როცა საქმე ეხება კლიმატის ცვლილებებს, გენდერულ თანასწორობას, სოციალურ სამართლიანობას, ადამიანის უფლებებს. მე შთაგონებული ვარ თქვენით. თქვენი სამართლიანი მოთხოვნები მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის და მე თქვენ გვერდით ვარ. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია თქვენ გეკუთვნით და ის თქვენ გვერდით დგას.“ - ანტონიო გუტერეში წინასაახალწლო გამოსვლაში, მსოფლიოს ახალგაზრდებს მიმართავს. მათ, ვისი პროტესტის ხმაც, გასული წლის განმავლობაში განსაკუთრებით მძლავრად ისმოდა.

Climate Rally 2019
Climate Rally 2019

გაეროს გენერალური მდივანი ამბობს, რომ სამყაროს სჭირდება ახალგაზრდები, ვინც ხმამაღლა ისაუბრებენ და ღრმად იაზროვნებენ. ის მოუწოდებს აქტივისტ მოზარდებს, გააგრძელონ ბარიერების ნგრევა და ზეწოლა.

სექტემბერში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, გარემოსდაცვის სფეროში საგანგებო ჯილდო სტუდენტურ მოძრაობას „პარასკევები მომავლისთვის“ გადასცა. ახალგაზრდული მოძრაობა, ახალგაზრდა შვედი ეკოაქტივისტის, გრეტა თანბერგის შთაგონებით დაიწყო, რომელიც კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ აქტივიზმს უდგას სათავეში.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, თავის საახალწლო მიმართვაში, კლიმატურ ცვლილებებზე საუბარს დიდი დრო დაუთმო. ის აცხადებს, რომ კლიმატური ცვლილებები, გლობალური დათბობა, ამჟამინდელი საფრთხეა, რომლის წინაშეც პლანეტა დგას და ეს არაა შორეული პრესპექტივა და გრძელვადიანი მომავალი.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG