ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერევნის განცხადებას, რომ სომეხი ჯარისკაცი აზერბაიჯანის ძალებმა მოკლა, ბაქო უარყოფს


მთიან ყარაბაღში, სომხეთმა აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს, საზღვარზე ერთი ჯარისკაცის მოკვლაში დასდო ბრალი. ეს ორ ქვეყანას შორის, 44 დღიანი ომის ერთი წლის თავზე ხდება და იმ ფონზე, როცა ცოტა ხნის წინ, რეგიონში, მხარეებს შორის, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ყველაზე მძიმე სამხედრო დაპირისპირება ვიხილეთ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 19 წლის ჯარისკაცი 22 ნოემბერს, საღამოს მოკლეს, როდესაც აზერბაიჯანის ჯარმა გეღარკუნიკის პროვინციაში, საზღვრის გასწვრივ განლაგებულ სომხურ ძალებს, ცეცხლი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაუხსნა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ბრალდება უარყო და განაცხადა: „ჩვენს დანაყოფებს იმ მიმართულებით ცეცხლი არ გაუხსნიათ, ვითარება სტაბილურია“.

ამ ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე, ორივე მხარემ მძიმე დანაკარგები განიცადა სადავო საზღვარზე ბრძოლაში. შეტაკებაზე პასუხისმგებლობას ორივე მხარე ერთმანეთს აკისრებდა.

აზერბაიჯანი იუწყებოდა, რომ 16 ნოემბრის შეტაკებაში შვიდი ჯარისკაცი დაკარგა, ერევანში კი ექვსი ჯარისკაცის დაკარგვის შესახებ საუბრობენ.

მთიან ყარაბაღში, სომხეთ-აზერბაიჯანის 2020 წლის სექტემბერ-ნოემბრის ომის შემდეგ, ვითარება კვლავ დაძაბულია. ერთი წლის წინ ორი ქვეყნის დაპირისპირებას, სულ მცირე 6500 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG