იემენის ოპოზიციას არ სჯერა, რომ იემენის პრეზიდენტი ალი აბდულა სალეჰი შეასრულებს დანაპირებს და ხელისუფლებიდან წავა. ეს განცხადება პრეზიდენტმა გუშინ ტელევიზიით გამოსვლისას გააკეთა.
ოპოზიციის წარმოამდგენელი მოჰამედ ალ საბრი იმედს გამოთქვამს, რომ სამშაბათს გაეროს უშიშროების საბჭო ამ საკითხს მეტ ყურადღებას დაუთმობს და სალეჰის გადადგომა უახლოეს მომავალში დადებითად გადაწყდება.
ნობელის პრემიის ლაურეატი იემენელი ტავაკულ კარმანიც ეჭვით აფასებს პრეზდიენტ სალეჰის გადაწყვეტილებას გადადგომასთან დაკავშირებით და აღნიშნავს,რომ ამ საკითხს ოპოზიციის აქტვივისტებიც სკეპტიკურად უმზერენ.