ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სალეჰი შესაძლოა დაბრუნდეს


სალეჰი შესაძლოა დაბრუნდეს

იემენის ოპოზიციური დაჯგუფების განცხადებით, სამთავრობო ძალების სნაიპერმა დედაქალაქ სანააში ოპოზიციის ლიდერის სადიყ ალ-აჰმარის სამი მომხრე მოკლა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ვიცე-პრეზიდენტმა ალ-რაბ მანსურ ჰადიმ სამთავრობო ძალებს ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გაწმენდა უბრძანა. ოპოზიციის ლიდერმა ალ-აჰმარმა სამთავრობო შენობებიდან თავის ძალები გამოიყვანა და ბრძოლების დასრულების შესახებ განაცხადა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში დედაქალაქ სანააში ათობით ადამიანი დაიღუპა.

პრეზიდენტმა ალი აბდულა სალეჰმა იემენის დატოვებამდე ძალაუფლება ვიცე-პრეზიდენტს გადააბარა. თავად კი საუდის არაბეთში გაემგზავრა, სადაც ბრძოლების დროს მიღებულ ჭრილობას უმკურნალებს. პრეზიდენტი სალეჰი პარასკევს თავის რეზიდენციაში ჭურვის აფეთქების შედეგად დაიჭრა. ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, პრეზიდენტი სალეჰი ოპერაციის შემდეგ ისევ იემენში აპირებს დაბრუნებას.

XS
SM
MD
LG