ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გრძელდება შეტაკებები იემენში


გრძელდება შეტაკებები იემენში
გრძელდება შეტაკებები იემენში

გრძელდება შეტაკებები იემენის უშიშროების ძალებსა და ანტი-სამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეთა შორის, მას შემდეგ რაც ოთხშაბათს ამ შეტაკებების შედეგად სულ ცოტა 9 ადამიანი დაიღუპა.

დღეს იემენის მთავარ ინდუსტრიულ ქალაქ ტაიზში 10 ადამიანი დაიჭრა, როდესაც უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს.

პრეზიდენტ ალი აბდულა სალეს გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციებში ათი ათასობით ადამიანი იღებს მონაწილეობას, მაგრამ იემენის უშიშროების ძალები მაინც არ ერიდებიან უიარაღო ხალხის წინააღმდეგ სროლას.

სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების ლიდერებმა პრეზიდენტ სალეჰს გადადგომისკენ მოუწოდეს.

XS
SM
MD
LG