ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გრძელდება ბრძოლები იემენის დედაქალაქ სანააში


გრძელდება ბრძოლები იემენის დედაქალაქ სანააში
გრძელდება ბრძოლები იემენის დედაქალაქ სანააში

გრძელდება ბრძოლები იემენის დედაქალაქ სანააში უშიშროების ძალებსა და ოპოზიციის მხარეს მებრძოლი ტომის შეაიარაღებულ მეომრებს შორის.

შეიხ სადეყ ალ-აჰმარის ერთგული მებრძოლები ჰასაბას რაიონისკენ ცდილობენ გარღვევას, სადაც მათი ბელადის საცხოვრებელი სახლია. ამ უბანს სამთავრობო არტილერია ბომბავს.

აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრძოლების ინტენსიობა კიდევ უფრო გაიზარდა.

იემენის სამხრეთში მდებარე ქალაქ ტაიზში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციას სამთავრობო ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს, რასაც 25 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

XS
SM
MD
LG