ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეტაკებები იემენში დღესაც გრძელდება


შეტაკებები იემენში დღესაც გრძელდება
შეტაკებები იემენში დღესაც გრძელდება

იემენის დედაქალაქ სანაში სამთავრობო ძალები ამბოხებულთა მხარეს გადასულ სამხედრო ოფიცრების ყაზარმებს ბომბავენ.

იემენის დედაქალაქი ოპოზიციური ტომის ბელადის შეიხ სადეყ ალ-აჰმარის ერთგულ მეომრებსა და სამთავრობო ძალებს შორის ბრძოლის არენად გადაიქცა. იემენელი ექიმების თქმით გააფთრებული ბრძოლების შედეგად კიდევ 39 ადამიანი დაიღუპა.

იემენში სხვადასხვა რაიონში ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების მიუხედავად კვლავაც გრძელდება შეტაკებები დაპირისპირებულ მხარეებს შორის. ხელისუფლების განცხადებით ქალაქ ზინჯიბართან მეამბოხეები არმიის კოლონას დაესხნენ თავს და 5 ჯარისკაცი მოკლეს. ეს ქალაქი დიდი ხანია ისლამისტი მეამბოხეების ხელში გადავიდა.

იემენის სამხრეთში მდებარე ქალაქ ტაიზში უშიშროების ძალებმა ანტი-სამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეებს გაუხსნეს ცეცხლი. უკანასკნელი დღეების განმავლობაში ამ ქალაქში 25 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG