ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"იაჰუმ" ჩინეთში მუშაობა შეაჩერა


“იაჰუმ“ გამოაცხადა, რომ ჩინეთის ტერიტორიაზე მომსახურება შეწყვიტა. მიზეზად, როგორც კომპანია აღწერს, მუშაობის რთული გარემო დასახელდა.

ამერიკულმა ქსელური მომსახურების მიმწოდებელმა საკუთარ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ძალაში 1 ნოემბერს, „ბიზნეს და სამართლებრივი გარემოს მზარდად გართულების პასუხად“ შევიდა.

1 ნოემბერს, ჩინეთში პირადი ინფორმაციის დაცვის კანონი ამოქმედდა. კანონი ზღუდავს ინფორმაციას, რომელიც კომპანიებს შეუძლიათ შეაგროვონ და აწესებს სტანდარტს, თუ ინფორმაციის დაარქივება როგორ უნდა მოხდეს. ცოტა ხნის წინ ამოქმედდა კანონი, რომელიც ინტერნეტ კომპანიებს ქსელში განთავსებულ ინფორმაციას უზღუდავს.

ადრე, ჩინეთმა „ფეისბუქი“, „გუგლი“ და სხვა გლობალური სოციალური მედიის და საძიებო რესურსების უმეტესობა დაბლოკა. ჩინეთში მყოფ მომხმარებლებს, ვირტუალური პირადი ქსელის მეშვეობით (VPN) ამ რესურსებზე წვდომა მაინც შეუძლიათ.

ოქტომბერში „მაიკროსოფტმა“ ჩინეთში „ლინკდინის“ მომსახურების მიწოდება შეწყვიტა და მიზეზად „უფრო გართულებული სამუშაო გარემო და ჩინეთში არსებული კანონმდებლობის მომეტებულად დაცვის მოთხოვნები“ დაასახელა.

XS
SM
MD
LG