ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედიის თავისუფლების ინდექსი


ორგანიზაციამ ჟურნალისტები საზღვრების გარეშე, დღეს პრესის თავისუფლების ყოველწლიური ინდექსი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ გლობალურად, „მედიის თავისუფლება ასეთი საფრთხის წინაშე არასდროს ყოფილა“.

მედიის უფლებების ჯგუფმა კერძოდ მიანიშნა დემოკრატიულ ქვეყნებზე, სადაც გასული წლის განმავლობაში პრესის თავისუფლება შემცირდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ პრესის თავისუფლების შემცირება ყველაზე მეტად იმ ქვეყნებშია გამოხატული, სადაც „ავტორიტარული ძლიერი მმართველის მოდელის ტრიუმფი მოხდა“, როგორიცაა პოლონეთი, უნგრეთი და თურქეთი.

მთლიანობაში, 2017 წლის ინდექსში, განხილული ქვეყნების 62 პროცენტში პრესის თავისუფლების შემცირება აღინიშნა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG