ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავთობის მოპოვება არ გაიზრდება


ნავთობის მოპოვება არ გაიზრდება

ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით გლობალური ეკონომიკის საჭიროებისთვის ნავთობის მოპოვება იმდენად არ გაიზრდება, როგორც მოსალოდნელი იყო.

2011 წლის უკანასკნელ თვეებში ნავთობის მოპოვება მსოფლიოში 300 000 ბარელით შემცირდა. ასეთივე ვარდნა აღინიშნებოდა 2009 წელს გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს.

სააგენტოს განცხადების თანახმად გადაუმუშავებელ ნავთობზე მოთხოვნა მსოფლიოში ყოველდღიურად 89,5 მილიონ ბარელს შეადგენდა. 2012 წლის დასაწყისისთვის კი ნავთობის მოპოვება ყოველდღიურად 1,1 მილიონი ბარელით გაიზრდება, რაც 200 000 ბარელით ნაკლებია წინასწარ პროგნოზებთან შედარებით.

საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით ეს გარემოება ნავთობზე ფასების დაკლებას გამოიწვევს, თუ ირანის გარშემო შექმნილი დაძაბულობა კიდევ უფრო არ გაიზრდება.

XS
SM
MD
LG