ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყარაბაღის თემაზე ჰააგის სასამართლოში იმსჯელებენ


საერთაშორისო სასამართლო მომდევნო ხუთშაბათს განიხილავს სომხეთის მოთხოვნას, რომ აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის სამოქალაქო დასახლებებიდან შეიარაღებული ძალები გაიყვანოს. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სასამართლომ პარასკევს განაცხადა.

ეს მეოთხე შემთხვევაა, როდესაც მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო გადაუდებელი ზომების მოთხოვნას განიხილავს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტის პირობებში. ორივე სახელმწიფო სასამართლოს წინაშე ერთმანეთს ადანაშაულებს იმაში, რომ გაეროს ანტიდისკრიმინაციული ხელშეკრულების პირობები დაირღვა.

თებერვალში, გაეროს უმაღლესმა სასამართლომ აზერბაიჯანს უბრძანა, რომ ლაჩინის კორიდორში მთიანი ყარაბაღის მიმართულებით და იქიდან მომავალ გზაზე გადაადგილების თავისუფლება უზრუნველეყო. გასული წლის დეკემბერში კი ორივე მხარეს მოუწოდა ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან თავის შეკავებისკენ, რაც მათ შორისს კონფლიქტს გაამწვავებდა.

გასულ თვეში აზერბაიჯანმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რომლის შედეგადაც 100 000-ზე მეტმა სოომეხმა მთიანი ყარაბაღის რეგიონი დატოვა. სომხეთი ბაქოს ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებს, ბაქო ბრალდებებს უარყოფს.

ჰააგის სასამართლო გაეროს სასამართლოა, რომელიც ქვეყანათაშორის დავებს განიხილავს. მისი ბრძანებების შესრულება სავალდებულოა, თუმცა სასამართლოს მათი პირდაპირი აღსრულების მექანიზმები არ გააჩნია.

XS
SM
MD
LG