ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ბანკი ეკონომიკური ზრდის შენელების პროგნოზს აკეთებს


მსოფლიო ბანკის ოფისები ვაშინგტონში, აშშ

სამშაბათს გამოქვეყნებული პროგნოზის მიხედვით, კორონავირუსის ახალი ვარიანტები კვლავ უქმნის საფრთხეს გლობალურ ეკონომიკურ ზრდას. სპეციალისტების ვარაუდით, მოსალოდნელია ზრდის შენელება და ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავება, განსაკუთრებით - განვითარებად ქვეყნებში. პრეპანდემიურთან შედარებით, ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 7.5%-ით ნაკლები იქნება. კოვიდ-19-ის პანდემიამ განსაკუთრებით დიდი დარტყმა მიაყენა მცირე ზომის და კუნძულოვან სახელმწიფოებს, სადაც ტურიზმი ერთ-ერთი მთავარი შემოსავალი იყო.

ახალი პროგნოზი ივნისში გამოცემულთან შედარებით, ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელს 0.2%-ით ამცირებს. მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, შემცირებას ვარაუდობენ როგორც გლობალურად, ისე კონკრეტულად შეერთებულ შტატებში, ევროზონაში და ჩინეთში. რამდენიმე მიზეზს შორის, სპეციალისტები გამოყოფენ "ომიკრონით გამოწვეულ ეკონომიკური შეფერხებებს" და "ინფლაციის მოლოდინს". ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნულმა რისკებმა გლობალურად ეკონომიკური ზრდა 0.7%-მდეც კი შეაფერხონ.

შენელება განსაკუთრებით დაეტყობა განვითარებად ქვეყნებს. მოწინავე ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებში 2022 წელს ნავარაუდევია 3.8%-იანი ზრდა, მაშინ როცა შარშან ეს მონაცემი 5% იყო. განვითარებად ქვეყნებში გასულ წელს ზრდამ 6.3% შეადგინა, წელს კი 4.6%-ს მოელიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG