ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში ქალთა თანასწორობის ეროვნული მონუმენტი იქმნება


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ქალთა თანასწორობის მოძრაობის პატივსაცემად ვაშინგტონში ისტორიულ სახლს გამოყოფს.

თეთრი სახლის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს “ისტორიის, სტრატეგიების, ტაქტიკების და მიღწევების” შესახებ არსებული დოკუმენტების დაარქივებას და შემონახვას.

ადგილს ბელმონტ პოლის სახელობის ქალთა თანასწორობის ეროვნული მონუმენტი ეწოდება. ალვა ბელმონტი ქალთა ეროვნული პარტიის აქტივისტი და თანასწორობისთვის მებრძოლი ქალი იყო.

ქალებმა ხმის მიცემის უფლება ხანგრძლივი კამპანიის და ბრძოლის შემდეგ 1920 წელს, კონსტიტუციის 19-ე დამატებით მოიპოვეს.

XS
SM
MD
LG