ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ ბაიდენსა და სი ძინპინს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართება


პრეზიდენტ ბაიდენსა და მის ჩინელ კოლეგას შორის, ნოემბერში ვიდეოკონფერენცია გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ, ორ წყაროზე დაყრდნობით, სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, შეხვედრის შესახებ გეგმები ჯერ კიდევ განხილვაშია და დღის წესრიგი შეერთებული შტატების მოკავშირეებთან კონსულტაციის შემდეგ დადგინდება. ასეთი კონსულტაციებისთვის სივრცე იქნება, შემდეგ კვირას, რომში დაგეგმილი ოცეულის ჯგუფის ქვეყნების შეხვედრაზე და შემდეგ თვის ბოლოს, გლაზგოში დაგეგმილ კლიმატის სამიტზე.

პრეზიდენტი ბაიდენი, ორივე ფორუმს დაესწრება, რაც შეეხება ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს, მას ჩინეთი პანდემიის დასაწყისის შემდეგ არ დაუტოვებია და მოსალოდნელია, რომ ამ ფორუმებსაც არ დაესწრება.

ორ ქვეყანას შორის, ბოლო დროს დავა მიმდინარეობს კორონავირუსის წარმოშობის და ბირთვული არსენალის გაფართოების საკითხებზე. ბაიდენის ადმინისტრაცია, შეხვედრამდე არ საუბრობს მის მოსალოდნელ შედეგებსა და დღის წესრიგზე.

„ჩვენ ჯერ კიდევ ვგეგმავთ ვირტუალური, ორმხრივი შეხვედრების დეტალებს“ - ამბობს ოფიციალური პირი ბაიდენის ადმინისტრაციიდან.

როიტერის წყარო მიიჩნევს, რომ პირველი დიდი შედეგი თავად შეხვედრა იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG