ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის დაზვერვაზე „ვიკილიქსი“ მორიგ ინფორმაციას ახმაურებს


ინტერნეტ-გამოცემამ „ვიკილიქსი“ შეერთებული შტატების დაზვერვის მიერ გამოყენებულ კიბერ-მეთოდებზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა. 8, 771 გვერდზე გამოქვეყნებული მასალების ავთენტურობა ბოლომდე დადასტურებული ჯერჯერობით არ არის. „ვიკილიქსი“ აცხადებს, რომ ამერიკის დაზვერვის ცენტრალურმა სააგენტომ „ჰაკერულ არსენალზე კონტროლი უმეტესად დაკარგა“.

დაზვერვის ყოფილი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ გამჟღავნებული ინფორმაცია ამერიკის კიბერ-უსაფრთხოებას მნიშვნელოვან ზიანს, სავარაუდოდ, ვერ მიაყენებს. თუმცა, როგორც კიბერ-უსაფრთხოების ექსპერტები, ასევე დაზვერვის ყოფილი ოფიცრები იმასაც ამბობენ, რომ დოკუმენტების ნაწილი ნამდვილი უნდა იყოს.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG