ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯულიან ასანჟი ციხეში რჩება


ჯულიან ასანჟი ციხეში რჩება

შვედეთის მოსამართლემ დღეს ვიკილიქსის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟის თავდებით გამოშვებაზე უარი განაცხადა. თავდების მოთხოვნა შვედეთის სასამართლოს ბრიტანელმა მოსამართლემ გაუგზავნა.

ბრიტანელმა მოსამართლემ თავდებით გამოშვებადე ასანჟის პასპორტის ჩაბარება, შიდა პატიმრობა და 315 ათასი დოლარის ნაღდი ფულით გადახდა მოსთხოვა.

ასანჟის ადვოკატი აცხადებს, რომ ციხეში მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა:

"მას არ აქვს სხვა პატიმრებთან საურბრის საშუალება და დღეღამეში 23 მ ნახევარი საათი ოთახშია ჩაკეტილი. გარდა ამისა, მასზე უწყვეტად წარმოებს ინფრაწითელი კამერისთ დაკვირვება. ასე, რომ მისი მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა". აცხადებს ასანჟის ადვოკატი მარკ სტივენი.

ასანჟის დაპატიმრების მიუხედავად, ვიკილიქსი აგრძელებს ამერიკელი დიპლომატების კონფიდენციალური კორესპონდენციის გამოქვეყნებას.

XS
SM
MD
LG