ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ბავშვთა სიმსუქნის შესახებ


წონის დასაკლები სავარჯიშოები, ბავშვთა საზაფხულო ბანაკი, ჩინეთი
წონის დასაკლები სავარჯიშოები, ბავშვთა საზაფხულო ბანაკი, ჩინეთი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალ კვლევას აქვეყნებს, რომლის საფუძველზეც 2022 წელს მსოფლიოში სიმსუქნის პრობლემა გაცილებით მეტ ბავშვს ექნება, ვიდრე სიგამხდრის.

კვლევა აჩვენებს, რომ ბოლო 40 წელიწადში მსოფლიოში ჭარბწონიან ბავშვთა და მოზარდთა რიცხვი ათჯერ გაიზარდა.

ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ეპიდემიოლოგიურ კვლევაში, რაც კი ოდესმე ჩატარებულა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და „ლონდონის იმპერიალ კოლეჯის“ მეცნიერები მონაწილეობდნენ და მათ 130 მილიონი ადამიანის მონაცემები გააანალიზეს, რათა მათი სხეულის მასის ინდექსი მიეღოთ.

ბოლო ათწლეულებში ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები საშუალო შემოსავლის ქვეყნებშია გამოვლენილი, ისეთ რეგიონებში, როგორებიცაა აღმოსავლეთ აზია, ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა და ლათინური ამერიკა. კვლევის ერთ-ერთი მთავარი ავტორი, პროფესორი მაჯიდ ეზატი ცვლილებების სისწრაფით გაკვირვებულია.

„ის ადგილები, სადაც ადრე ჭარბწონიანობის ძალიან პატარა მაჩვენებელი იყო, ახლა ეპიდემიის ზღვარზეა", - ამბობს მკვლევარი.

შედარებით მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ბავშვთა სიმსუქნის მაჩვენებლები ასევე საკმაოდ მაღალი რჩება. ქვეყნების ამ ჯგუფში ყველაზე მაღალი მონაცემები შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა.

მკვლევარები ამბობენ, რომ სიმსუქნის გლობალური ეპიდემია საკვები პროდუქტების შესახებ პოლიტიკის სისუსტისა და საკვების წარმოება-გაყიდვის შედეგია.

"ეს ადამიანების ინდივიდუალური არჩევანის გარდა, სხვა უფრო ფართო საკითხებსაც მოიცავს. ესაა ის რთული გარემო, რომელშიც ადამიანები ამ არჩევანს აკეთებენ: ჯანსაღი საკვების სიძვირე და ამის პარალელურად არაჯანსაღი საკვების აგრესიული მარკეტინგი, ისევე როგორც ბავშვებისთვის უსაფრთხო სათამაშო სივრცის არარსებობა, რასაც საბოლოოდ წონის მატებამდე მივყავართ", - ამბობს მკვლევარი ეზატი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG