ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსზე იმსჯელებს


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, გაეროს ჯანდაცვის ცენტრალური უწყება დღეს გადაწყვეტს, გამოაცხადოს თუ არა კორონავირუსის გავრცელება გლობალური ჯანდაცვის საგანგებო ვითარებად. თავდაპირველი მონაცემები ამის საშუალებას არ იძლეოდა, ახლა კი ინფიცირებულთა დადასტურებული რიცხვი 7 000-ს აჭარბებს.

ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ექიმი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი ამბობს, რომ ვირუსით ინფიცირების შემთხვევები მატულობს და რომ შემაშფოთებელია ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების ფაქტები ჩინეთს გარეთაც. მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის მიღმა დაფიქსირებულ ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით დაბალია, ეს ფაქტები უფრო მასშტაბური აფეთქების რისკს შეიცავს.

ექიმ გებრეიესუსის განცხადებით, შემთხვევების 99% ჩინეთში მოხდა. თხუთმეტმა სხვა ქვეყანამ გაავრცელა ინფორმაცია ვირუსის დადასტურებული შემთხვევების შესახებ. სიკვდილის 170-ე შემთხვევაც მხოლოდ ჩინეთში მოხდა, ვუჰანსა და ჰუბეის პროვინციებში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ჩინეთის ძალისხმევა ვირუსის შეკავებასთან დაკავშირებით, გადამწყვეტი იყო. "ჩინეთმა პათოგენს მიაგნო და უმოკლეს ვადაში გაასაჯაროვა ის, რამაც დიაგნოსტიკური საშუალებების სწრაფ განვითარებას შეუწყო ხელი"- თქვა მან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG