ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიში


მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მოხსენების თანახმად, დედამიწაზე სიკვდილის შემთხვევების ორი მესამედის გამომწვევი მიზეზი გულის დაავადებები, ავთვისებიანი სიმსივნე, დიაბეტი და სხვა არაგადამდები დაავადებებია. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ლიზა შლეინი ჯანდაცვის ორგანიზაციის მოხსენების დეტალებს ჟენევადან არკვევდა.

არაგადამდები დაავადებები მხოლოდ მდიდარი ქვეყნების პრობლემა არ არის. კვლევაში ნათქვამია, რომ სიკვდილის შემთხვევები 70 წლამდე ასაკის ადამიანებში ღარიბ ქვეყნებშიც გაზრდილია. მიზეზები ძირითად შემთხვევებში გულსისხლძარღვთა დაავადებები და ავთვისებიანი სიმსივნეა. კვლევაში ნათქვამია, რომ მსოფლიშო სამი მოზრდილი ადამიანიდან ერთს სისხლის წნევა აწუხებს. მოხსენების მიხედვით, ერთერთი პრობლემა დიაგნოზის გარეშე ცხოვრებაა. შესაბამისად ისინი არ მკურნალობენ ადგილობრივ დონეზე, რაც ხელს უწყობს ადრეულ ასაკში სიკვდილს.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკის დეპარტამენტის დირექტორი ტიეს ბოერმა აცხადებს, რომ ქრონიკული დაავადებების გამომწვევი რისკფაქტორები მთელ მსოფლიოში საერთოა.

„რასაკვირველია მათ შორის ყველაზე კარგად ცნობილია თამბაქო. სისხლის წნევის მომატება მთელი მსოფლიოსთვის დამახასიათებელია. თუმცა, ეს მაჩვენებელი იკლებს მდიდარ ქვეყნებში, მაშინ როდესაც ღარიბ ქვეყნებში კლების ნიშნები არ არის. რისკ-ფაქტორების კიდევ ერთი ჯგუფი ფიზიკური უმოძრაობა და უხარისხო კვებაა. კვლევაში ასევე ყურადღება გამახვილებულია, მსოფლიოში სიმსუქნის ეპიდემიაზე,“ - ამბობს ბოერმა.

სიმსუქნის პრობლემა 1980-დან 2008 წლებში საკმაოდ გამწვავდა და ამჟამად მსოფლიოს მოსახლეობის 12 პროცენტს აღწევს. სიმსუქნის მაღალი დონით ამერიკა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონი გამოირჩევა. ამასთანავე, კვლევის თანახმად, სიმსუქნის ხვედრითი წილი უფრო მეტად ქალებზე მოდის ვიდრე მამაკაცებზე. მოხსენებაში ყურადღება ბავშვებზეცაა გამახვილებული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 1990-იან წელბთან შედარებით ხუთი მილიონი ბავშვით ნაკლებია დაღუპული დიარეის, წითელას და პნევმონიის დიაგნოზით. ასევე შემცირებულია სიკვდილიანობის მაჩვენებლი მშობიარე დედებშიც.

XS
SM
MD
LG