მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დასკვნით, არაგადამდები დაავადებებისგან წელიწადში მსოფლიოს მასშტაბით 36 მილიონზე მეტი ადამინი კვდება. ორგანიზაციის თამბაქოს საწინააღმდეგო ინიციატივის დირექტორის დაგლას ბეჩერის განცხადებით, სიკვდილიანობის 63 % გულსისხლძარღვთა დაავადებებზე, სიმსივნეებზე, სასუნთქი გზების ქრონიკულ დაავადებებსა და დიაბეტზე მოდის.
„არსებობს მოსაზრება და შეიძლება ითქვას მცდარი, რომ ეს დაავადებები განვითარებულ ქვეყნებში უფრო ხშირია. ეს სინამდვილეს არ შეეფერება. სიკვდილიანობა აღინიშნება ნებისმიერი განვითარების ქვეყანაში. ამასთან აღსანიშნავია, რომ 36 მილიონი გარდაცვლილიდან 9 მილიონი 60 წელს ქვევითაა. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალგაზრდების სიკვდილანობა ღარიბ და განვითარებად ქვეყნებში მაღალ მაჩვენებელს აღწევს.“
ექიმი ბეჩერის განცხადებით არაგადამდები დაავადებები ეკონომიკურ და ფინანსურ უსაფრთხოებას დარტყმის ქვეშ აყენებს. კვლევები ნათელყოფს, რომ მრავალი მილიარდი დოლარი იკარგება მუშა ხელის პროდუქტიულობის დაქვეითების გამო. ჯანდაცვის ორგანიზაციამ კვლევები 193 ქვეყანაში აწარმოა. ამ კველვებში შედიოდა არაგადამდები დაავადებებისგან სიკვდილანობის პროპორციების დადგენა თითოეულ ქვეყანაში, რაც ამ ქვეყნების მთავრობას საშუალებას აძლევს ფოკუსირება მოახდინოს სიკვდილიანობის გამომწვევ დაავადებებზე.
ამერიკის ხმასთან საუბარში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ქრონიკული დაავადებების და ჯანმრთელი ცხოვრების წესის განყოფილების უფროსი, ლენი რილე აღნიშნავს, რომ იმატა ადმიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობა, რამაც თავის მხრივ არგადამედები დაავადებების მაჩვენებლებიც გაზარდა.
მისივე თქმით, რისკის ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ქრონიკული დაავადებების განვითარებაზე. მაგალითად თამბაქოს წევა, ალკოჰოლი, არასწორი კვება, არასპორტული ცხოვრება, ჭარბი წონა და სხვა.
„ უკანასკნელ დროს გახშირდა ჭარბწონიანობა. ამას ერთვის პასიური ცხოვრების წესი. ადამინები სამსახურშიც და მის გარეთაც უმოძრაოდ არიან. ფეხით ნაკლებად დადიან და ნაცვლად ამისა, გადაადგილდებიან მანქანებით. ეს კი დაავადებების განვითარების რისკს ზრდის.“
სიკვდილიანობის მიზეზთა შორის ერთ-ერთ პირველ ადგილზე თამბაქოს წევაა. მისგან წელიწადში 6 მილიონზე მეტი ადმინი კვდება, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში. პრევენციული ზომების გატარების მხრივ შეიძლება ითქვას ურუგვაი სამაგალითო ქვეყანაა. თამბაქოს კოლოფებზე გამაფრთხილებელი სურთებისა და ინფორმაციის განთავსებამ, თამბაქოს აკრძალვამ ხალხმრავალ დახურულ სივრცეში, სიგარეტის რეკლამირების შეზღუდვამ და მასზე მაღალი გადასახადების დაწესებამ ურუგვაიში მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო. 2006 წლიდან 2009 წლის ჩათვლით მწეველთა რიცხვმა იქ 25% -ით იკლო, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია ქვეყნის მოსახლების ჯამრთელობაზე.