ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთის ქალაქის კარანტინს იწონებს


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქალაქ ვუჰანიდან, რომელიც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია, ნებისმიერი ტრანსპორტირების დროებით შეწყვეტის თაობაზე ჩინეთის გადაწყვეტილებას მიესალმება.

ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ჩინეთის 11 მილიონიანი ქალაქის ვირტუალურ კარანტინში მოქცევა ძლიერი, მაგრამ გამართლებული ღონისძიება იყო, რომელიც ახალი კორონავირუსის მიერ შექმნილ საფრთხეებს ეფუძნება.

კორონავირუსის უკვე 500-ზე მეტი შემთხვევა და 17 გარდაცვალებაა დადასტურებული. შემთხვევების უმეტესობა ჩინეთის შიგნით მოხდა, მაგრამ დაავადება სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა: კერძოდ ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ტაივანში და შეერთებულ შტატებში.

დაავადების გავრცელებამ გააძლიერა წნეხი ჩინეთის ხელისუფლებაზე, რათა ეპიდემიის შესაკავებლად უფრო მტკიცედ ემოქმედათ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების საგანგებო კომიტეტი მეორე დღეა მსჯელობს, კორონავირუსის ეპიდემია საერთაშორისო მასშტაბით საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობად უნდა გამოცხადდეს თუ არა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG