ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში ექსპერტთა ჯგუფი გააგზავნა


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი სამხრეთ აფრიკაში იმყოფება, რათა ქვეყანას კორონავირუსის შემთხვევების სწრაფად ზრდის გაკონტროლებაში დაეხმაროს.

“ჯანმომ” განაცხადა, რომ ისეთი სპეციალობების მიმართულებით, როგორიცაა ეპიდემიოლოგია, ჯანდაცვის განათლება, კვლევა, პროფილაქტიკა და კონტროლი, 43 ექსპერტი დაეხმარება კოვიდ-19-ზე რეაგირების ჯგუფს.

“ჯანმოს” საგანგებო ჯგუფი, თავდაპირველად სამხრეთ აფრიკის ჯადაცვის დეპარტამენტის მუშაობას დააკვირდება და შემდეგ სპეციალურ დახმარებას მიმართავს ყველაზე მეტად დაზარალებული ისეთი მუნიციპალიტეტებისკენ.

ვირუსის გავრცელების ზრდამ, სამხრეთ აფრიკაში დაავადების შემთხვევები 530 ათასამდე გაზარდა, რაც მსოფლიოში მეხუთე ყველაზე მაღალი რიცხვია.

სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსით გარდაცვალების 9,200 დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ზველინი მხიზემ თქვა, რომ გაუტენგში, დასავლეთ კონცხზე და აღმოსავლეთ კონცხზე შემთხვევების ზრდა შენელდა, თუმცა ჯერ ნაადრევია დასკვნის გაკეთება, შემთხვევების რაოდენობამ პიკს თუ მიაღწია.

XS
SM
MD
LG