ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლიმატურ ცვლილებებს გავლენა ჯანმრთელობაზეც აქვს


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კლიმატური ცვლილებების გამო მსოფლიოში ყველწლიურად ათასობით ადამიანი კვდება. ქვეყნები, რომლებიც კლიმატური ცვლილებების ხელშეკრულებაზე მუშაობენ გლობალური ცვლილებების ჯანდაცვაზე გავლენას არ ითვალისწინებენ.

ორგანიზაციის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გარემოს განყოფილების დირექტორი მარია ნეირა ამბობს, რომ შეცდომაა კლიმარურ ცვლელებებზე მხოლოდ გარემოს დაცვის კუთხით ფიქრი. კლიმატური ცვლილებები ჯანდაცვას პირდაპირ უკავშირდება, რადგან მას გავლენა აქვს დაავადებების გავრცელებაზე, ექსტრემალურ ამინდზე და ჰაერის ხარისხზე.

XS
SM
MD
LG