ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ადმინისტრაცია რუსეთის გადაწყვეტილებით შეშფოთებულია


თეთრი სახლის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტის მიზანშეწონილობა რუსეთში და პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა კიდევ ერთხელ განიხილება

ობამას ადმინისტრაცია აცხადებს, რომ უკიდურესად გაწბილებულია რუსეთის გადაწყვეტილებით-დროებითი თავშესაფარი მიანიჭოს ამერიკიდან გაქცეულ ადუარდ სნოუდენს.

სნოუდენმა მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის სატრანზიტო ზონა გუშინ დატოვა მას შემდეგ რაც მას რუსეთში კანონიერად შესვლის საბუთები გადაეცა.
გუშინვე, თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები ხელახლა იხილავენ სექტემბერში, ამერიკის პრეზიდნეტის ვიზიტის მიზანშეწონილობას რუსეთში და მის შეხვედრას პრეზიდენტ პუტინთან. ჯეი კარნიმ აღნიშნა, რომ კრემლმა აშკარა გზავნილები უარყო სნოუდენის ექსტრადიციის შესახებ და რომ ეს გზავნილები კრემლს პირად და საჯარო საუბრებში ამერიკელებმა გაიზიარეს.
XS
SM
MD
LG