ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი ჯარისკაცები პუერტო-რიკოს აღდგენით სამუშაოებში დაეხმარებიან


თეთრი სახლის განცხადებით, პუერტო-რიკოს დასახმარებლად ადგილზე ჩავიდა 3 ათასი ფედერალური მუშაკი და 7 ათასი ჯარისკაცი. ორი მეხუთე კატეგორიის ქარიშხლის შემდეგ, პუერტო-რიკოში მილიონობით ადამიანი პირველადი საჭიროების ნივთების და ელემენტარული საცხოვრებელი პირობების, ელექტროენერგიის და კომუნიკაციების გარეშეა დარჩენილი.

ამერიკის მთავრობას მომხდარ უბედურებაზე დაგვიანებული რეაქციისთვის აკრიტიკებენ. პენტაგონმა პუერტო-რიკოში სპეციალური წარმომადგენელი მიავლინა. დახმარების ოპერაციას იქ გენერალ-ლეინტენანტი ჯეფრი ბუკენანი უხელმძღვანელებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG