ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"სამშაბათს ჩვენ შევქმნით ისტორიას,"- ნეთანიაჰუ პრეზიდენტ ტრამპს ხვდება


US Immigration
US Immigration

"სამშაბათს ჩვენ შევქმნით ისტორიას,"- ეს განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრამდე გააკეთა. ნეთანიაჰუ ვაშინგტონში იმყოფება და თეთრ სახლში პრეზიდენტს ხვდება. როგორც ცნობილია, შეხვედრის მთავარი თემა ისრაელსა და პალესტინელებს შორის არსებული ურთიერთობები იქნება და ისინი კონფლიქტის მოგვარების გზებზე იმსჯელებენ.

შტატებში გამომგზავრებამდე გაკეთებულ განცხადებაში, ისრაელის პრემიერ მინისტრი პრეზიდენტ ტრამპს მეგობრად იხსენიებს და ამბობს: "ბოლო სამი წლის განმავლობაში, მე მქონდა აქტიური მოლაპარაკებები პრეზიდენტ ტრამპთან, ის ისრაელის დიდი მეგობარია. ჩვენი მიზანია შევქმნათ უსაფრთხო და სამართლიანი გარემო,"- თქვა ნეთანიაჰუმ.

ამ დროისთვის უცნობია ტრამპ-ნეთანიაჰუს შეხვედრის დამატებითი დეტალები, თუმცა როგორც ისრაელის პერმიერ-მინისტრმა თქვა, უფრო მეტი ინფორმაცია მედიისთვის სამშაბათს, ორი ლიდერის ერთობლივ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი.

პრეზიდენტ ტრამპთან შეხვერას მართავს ნეთანიაჰუს ოპონენტი ბენი განციც, რომელმაც შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე თქვა, რომ ეს "უმნიშვნელოვანესი ვიზიტია. ჩვენი შეთავაზების მიზანია რეგიონის და ისრაელის უსაფრთხოება,"- განაცხადა ბენ განცმა, რომელიც ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავარი კონკურენტია, მარტში დაგეგმილ არჩევნებში.

გასულ კვირას პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ პალესტინელები მის გეგმას თავდაპირველად შესაძლოა ნეგატიურად შეხვდნენ, თუმცა „ის ნამდვილად პოზიტიურია მათთვის“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG