ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ოთახი, სადაც ის მოხდა“ - თეთრი სახლის გაფრთხილება ჯონ ბოლტონს


თეთრი სახლი, ყოფილ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონს ეუბნება, რომ მისი მემუარების ხელნაწერი კვლავ შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას და შეიძლება წარმოადგენდეს საფრთხეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. თუმცა, ბოლტონის ადვოკატი ამბობს, რომ მემუარები დაგეგმილ დროს, 23 ივნისს გამოქვეყნდება და აცხადებს, რომ თეთრი სახლი უსამართლოდ ცდილობს წიგნის დაბლოკვას.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა შეშფოთების შესახებ, რომ მემუარების ხელნაწერი კვლავ შეიცავს საიდუმლო ინფრომაციას, ჯონ ბოლტონის ადვოკატს, ჩარლს კუპერს მისწერა.

„როგორც ჩვენ შევატყობინეთ თქვენს კლიენტს, როცა მან ხელი მოაწერა გაუთქმელობის შეთანხმებას და ასევე, როგორც პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხში, კარგად უნდა ესმოდეს, რომ საიდუმლო ინფორმაციის არასანქცირებულმა გასაჯაროვებამ, შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზიანოს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოება“ - წერს ეიზენბერგი, ბოლტონის ადვოკატისთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც „ასოშეიტედ პრესმა“ მოიპოვა.

„უოლ სტრიტ“ ჟორნალისთვის მიცემულ ინტერვიუში, ჯონ ბოლტონის ადვოკატი ამბობს, რომ პრეზიდენტ ტრამპს უბრალოდ არ სურს ჯონ ბოლტონის წიგნი გამოქვეყნდდეს.

წიგნის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, თეთრი სახლი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG