ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა არის განსაკუთრებული პრეზიდენტობის 100 დღეში?


პარასკევს, ფიცის დადებიდან სამ თვეზე ცოტა მეტ ხანში, შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი გადალახავს მნიშვნელოვან ეტაპს, რასაც ჰქვია: პირველი 100 დღე ამერიკის პრეზიდენტის თანამდებობაზე.

30 აპრილს, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რეპორტიორები, საზოგადოების წარმომადგენლები და თავად ჯო ბაიდენი, ამ მნიშვნელოვან ეტაპს ერთად აღნიშნავენ. მაგრამ, ბევრ ადამიანს, მათ შორის თავად ამერიკელებსაც კი, შეიძლება აინტერესებდეთ, რა არის ასეთი განსაკუთრებული პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკულ საზოგადოებრივ-პოლიტკურ ცხოვრებაში ეს მნიშვნელოვანი მომენტია, ამის შესახებ არაფერია ნახსენები არცერთ ამერიკულ კანონში ან თავად კონსტიტუციაში. პრეზიდენტობის პირველ 100 დღეს, კონსტიტუცია არავითარ განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს.

სინამდვილეში, თანამდებობაზე ყოფნის პირველ 100 დღეში ფორმალურად განსაკუთრებული არაფერია და ის არაფრით განსხვავდება ჯამში 1461 დღისაგან, რასაც პრეზიდენტობის 4-წლიანი ვადა მოიცავს.

მიუხედავად ამისა, ისტორიულად, 100-დღიანი დროის მონაკვეთი მაინც მნიშვნელოვან სიმბოლოდ იქცა. ეს არის დრო, როდესაც მედია ორგანიზაციები, პოლიტოლოგები, აკადემიკოსები აფასებენ და მსჯელოენ იმის შესახებ, თუ როგორ მოქმდებს, რამდენად ეფექტურია ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

პირველი 100 დღე ხშირად მიუთითებს პრეზიდენტის მართვის სტილზე, პრიორიტეტებსა და კამპანიის დროს გაცემული დაპირებების შესრულების სისწრაფეზე.

რატომ 100 დღე?

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო ისტორიის 150 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, პრეზიდენტის საქმიანობის პირველი 100 დღით, გარკვეული პერიოდი არავინ დაინტერესებულა. ეს მიდგომა ფრანკლინ დელანო რუზველტის პრეზიდენტობის დროს შეიცვალა. რუზველტი პრეზიდენტად პირველად 1932 წელს აირჩიეს, „დიდი დეპრესიის“ დროს.

რუზეველტმა ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის სწრაფი ცვლილებები დაისახა მიზნად, როგორც საკანონმდებლო, ასევე სხვა მარეგულირებელი საშუალებებით.


თანამდებობის დაკავებისთანავე, მან აშშ-ის კონგრესიის სამთვიანი რიგგარეშე სესია მოიწვია. პირველი 100 დღის ბოლოს, მან 76 ახალი კანონი მიიღო, რომლებიც ძირითადად „დიდი დეპრესიის“ შედეგების შემცირებასა და შემსუბუქებას ისახავდა მიზნად.

ოვალური კაბინეტის დაკავებიდან მალევე, პრეზიდენტმა ამერიკულ საზოგადოებას რადიოს საშუალებით მიმართა. სიტყვით მიმართვისას, მან ერს განუმარტა, როგორ გეგმავდა არსებულ გამოწვევბთან გამკლავებას. ამ საუბარში პრეზიდენტმა ახსენა, რამდენად დატვირთული და მნიშვნელოვანი იყო მუშაობის პირველი 100 დღე. სწორედ ამის შემდეგ, პრეზიდენტობის პირველი 100 დღე დამკვიდრდა, როგორც პრეზიდენტთა მოღვაწეობის შეფასების სიმბოლური განსაზღვრება.

მაღალი სტანდარტი

მას შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტებს ესმით, რომ მათი სამქიანობა იზომება იმის მიხედვით, თუ რამდენად წარმატებული იქნება პირველი 100 დღე თანამდებობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ 100-დღიანი ეტაპი ძირითადად სიმბოლური მოვლენაა, პრეზიდენტობის პირველი დღეები კარგი დროა იმისთვის, რომ საკუთარ დღის წესრიგში, ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დიდი და მნიშვნელოვანი მიღწევები აჩვენოს. ეს არი დრო, როცა როგორც წესი, ახალი პრეზიდენტი კვლავ პოპულარულია საზოგადოებაში და კანონმდებლებს ერთგვარი სტიმული აქვთ, იმუშაონ ახალ ლიდერთან. თავის მხრივ ეს პრეზიდენტს ძირითადი კანონების მიღების საშუალებას აძლევს.

მიუხედავად იმისა, რომ 100-დღიანი პირველი ეტაპი ტრადიციად იქცა და პრეზიდენტები ცდილობენ ამ დროის მონაკვთში სრულყოფილად წარმოაჩინონ საკუთარი მმართველობის სტილი, ისტორიკოსები ამბობენ, რომ არცერთ პრეზიდენტს, დროის ამ მონაკვეთში იმდენი წარმატებისთვის არ მიუღწევია, რამდენიც რუზველტმა შეძლო. რუზველტის მიერ დამკვიდრებული სტანდარტისთვის ჯერჯერობით ამერიკის არცერთ ლიდერს არ მიუღწევია.

შედეგად, მრავალი პრეზიდენტი ცდილობს, პირველი 100 დღის შესახებ საზოგადოების მოლოდინი შეამციროს.

„ეს ყველაფერი არ დასრულდება პირველი 100 დღის განმავლობაში. პირველი 1000 დღის განმავლობაშიც კი. არც ამ ადმინისტრაციის დროს და შესაძლოა ამ პლანეტაზე ჩვენი მთელი ცხოვრების განმავლობაშიც კი. ამიტომ, მოდით დავიწყოთ დღეს“ - თქვა პრეზიდენტმა კენედიმ 1961 წელს, ინაუგურაციაზე.

ბაიდენის 100 დღე

რუზველტის მსგავსად, პრეზიდენტმა ბაიდენმაც თეთრი სახლის ოვალური კაბინეტი კრიზისულ პერიოდში დაიკავა.

პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში, ბაიდენმა პანდემიასთან დაკავშირებულ უამრავ აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი. მის ინიციატივას და გეგმას, $1.9 ტრილიონი ღირებულების დახმარების პაკეტის შესახებ, კონგრესმა მხარი დაუჭირა.

ბაიდენის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, პირველი ასი დღის განმავლობაში, 200 მილიონი ვაქცინის გაკეთების შესახებ, მიღწეულია.

„ასოშეიტედ პრესის“ მონაცემებით, ბაიდენმა შესრულა, ან უკვე დაიწყო შესრულება, პანდემიასთან დაკავშირებული ყველა დაპირების. ჯამში, ბაიდენმა 61 ასეთი დაპირებიდან, 25 უკვე შეასრულა, დარჩენილ 33-ზე კი მუშაობა უკვე დაწყებულია.

მიღებული კანონების რაოდენობის მიხედვით, ბაიდენმა პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში ხელი მოაწერა 11 კანონპროექტს. რუზველტის შემდეგ, პრეზიდენტები რომლებმაც ყველაზე მეტ კანონს მოაწერეს ხელი, იყვნენ ჰარი ტრუმანი - 53 კანონი, კენედი - 26 კანონი და ბილ კლინტონი - 22 ხელმოწერილი კანონი.

რუზველტის შემდეგ, ბაიდენმა მოაწერა ყველაზე მეტ აღმასრულებლ განკარგულებას ხელი, რომელიც არ საჭიროებს კონგრესის დამტკიცებას.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG