ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასავლეთის ქვეყნები ირანის ბირთვული შეთანხმების მომავალზე მსჯელობენ


სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი

შეერთებული შტატების, გერმანიის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის წამყვანი დიპლომატები, დღეს, ირანის 2015 წლის ბირთვული შეთანხმების მომავალზე ისაუბრებენ. ვაშინგტონმა შეთანხმება 2018 წელს, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში დატოვა.

შეთანხმებას ხელმომწერთა შორის, ამ ოთხ დასავლურ ქვეყანასთან ერთად, რუსეთი და ჩინეთი არიან და ის ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეზღუდვებს აწესებს, სანქციების გაუქმების სანაცვლოდ.

2018 წელს პრეზიდენტმა ტრამპმა შეთანხმება დატოვა და თეირანს სანქციები ხელახალა დაუწესა. თეთრი სახლი მაშინ აცხადებდა, რომ შეთანხმება არ იყო საკმარისად მკაცრი, რათა ირანისთვის ბირთვული იარაღის განვითარება შეეზღუდა.

ირანი კი ყოველთვის უარყოფდა, რომ ის ბირთვულ პროგრამაზე მუშაობს. თეირანი ამბობს, რომ ურანის გამდიდრების მიზანი, სამოქალაქოა.

შეთანხმების სხვა ხელმომწერები მის შენარჩუნებას შეეცადნენ. ამერიკის მიერ მისი დატოვების შემდეგ, ირანი ცდილობს შეთანხმებით დაწესებული ლიმიტების დარღვევას და აცხადებს, რომ ამ კურსს არ შეცვლის თუ ამერიკა საქნციებს არ გააუქმებს.

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი აცხადებს, რომ ირანმა ჯერ უნდა შეასრულოს 2015 წლის შეთანხმების პირობები, იმისთვის, რომ ვაშინგტონმა სანქციების მოხსნა განიხილოს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG