ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის მაღალჩინოსანი ირანთან მიმდინარე სანქციებს აფასებს


წამყვანი ამერიკელი ოფიციალური პირი, რომელიც ირანთან მოლაპარაკებებში არის ჩართული, აცხადებს, რომ დროა ამერიკის კონგრესმა ირანისადმი სანქციები შეაყოვნოს. ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვენდი შერმანმა ექსკლუზიურ ინტერვიუში ამერიკის ხმის სპარსულ სამსახურს უთხრა, რომ უნდა მოხდეს ამერიკული სანქციების დროებით შეჩერება, რათა ბირთვულ მოლაპარაკებებს გაგრძელების საშუალება მიეცეს.

მან თქვა, რომ ობამას ადმინისტრაციიდან ოფიციალური პირები სენატსა და წარმომადგენელთა პალატის წევრებს ამასთან დაკავშირებით ესაუბრებიან.
XS
SM
MD
LG