ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"კეთილი იყოს თქვენი ფეხი ქართულ მიწაზე!" - ამერიკელი სამხედროები საქართველოში ჩავიდნენ


კეთილი იყოს თქვენი ფეხი ქართულ მიწაზე! - ასე მიესალმა თბილისში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ამერიკელ სამხედროებს, რომლებიც საქართველოში ჩავიდნენ და ქართველ სამხედროებთან ერთად წვრთნებს მართავენ.

დღეს ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ამერიკის 173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის 200 მედესანეტე ვაზიანში პარაშუტით დაეშვა. ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

"ეს არის გამოხატულობა იმ თანამშრომლობის და კოორდინაცის, რაც არსებობს საქართველოს ძალებს, აშშ-ს ძალებსა და ნატო-ს მოკავშირეებს შორის: ბრიტანეთი, პოლონეთი, თუ სხვა ქვეყნები. „ღირსეული პარტნიორი" მნიშვნელოვანი წვრთნა არის, რაც ხელს უწყობს ამ კოორდინაციის და თანამშრომლობის გაძლიერებას. არაჩვეულებრივი დღეა, რადგან ნათლად წარმოჩინდა ის ურთიერთობა და კოორდინაცია რაც ჩვენს შორის არსებობს," - თქვა ამერიკის ელჩმა კელი დედნანმა.

„ღირსეული პარტნიორი 2020” არის საქართველოს თავდაცვის ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპის სარდლობის მიერ ერთობლივად მართული სამხედრო სწავლება, რომელსაც ვაზიანისა და ნორიოს საწვრთნელი ბაზები მასპინძლობს საქართველოში.

7-18 სექტემბერს გამართულ სამხედრო წვრთნაში მონაწილეობას მიიღებს, დაახლოებით 2,800 სამხედრო პირი საქართველოდან, პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG