ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წყალი - ელექტოენერგიის წყარო


წყალი - ელექტოენერგიის წყარო
წყალი - ელექტოენერგიის წყარო

ენერგიის სახეობის ყველა პროდუქტის მისაღებად წყლის დიდი რაოდენობაა საჭირო. მაგალითად ქვანახშირი, რომელიც ენერგიის 50 პროცენტს აწარმოებს შეერთებულ შტატებში, წყალს, სამთო მრეწველობის მიღების ტრანსპორტირების, გაგრილებისა და ხელსაწყოს დაზეთვის პროცესში იყენებს.

ბირთვული იარაღის საწარმოში, წყალი ასევე გამოიყენება სანავთობო არხის გრილი ტემპერატურის შესანარჩუნებლად. ბიოლოგიური საწვავის ინდუსტრიას წყალი სარწყავ საშუალებად, ეთანოლის ფერმენტაციისა და პროდუქციის მისაღებად სჭირდება.

ალექსანდრე ოჩზის, კლიმატისა და ენერგიის სადამკვირვებლო ინსტიტუტის დირექტორის თქმით:

„ერთი მეგავატი საათი ელექტროენერგიის გამომუშავებისათვის, ნახშირი დაახლოებით 500-დან 1000 გალონამდე წყალს იყენებს; და თუ თვალს გადავავლებთ შეერთებულ შტატებში არსებულ საწარმოთა ერთობლიობას, დავინახავთ რომ ყველა თერმოელექტო საწარმო, ყოველწლიურად, 60-დან 170 მილიარდამდე გალონ წყალს მოიხმარს.“

წყლის გარეშე კი მსგავსი ელექტროენერგიის სამუშაობის შესრულება ყოვლად წარმოუდგენელია. ყოველივე ეს ელექტროენერგიის განახლებულ სახეობებზეც ვრცელდება; გეოთერმული და მზის ენერგიის მისაღებად ასევე დიდი რაოდენობის წყალია საჭირო.

აღნიშნული მოთხოვნები კალიფორნიაში, მასაჩუსეტსა და ამერიკის რამოდენიმე ცენტრალურ შტატში არსებული ენერგიის გამომუშავების საწარმოებზეც ვრცელდება.

დევიდ ბრაუნი ოკეანისა და ატმოსფეროს მართვის ეროვნულ პროგრამებს ხელმძღვანელობს. ამ პროგრამების მეშვეობით კლიმატის წყობის მონაცემთა ბაზის შევსება ხდება. ბრაუნის მოსაზრებით მშრალი ჰავა ამერიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რომელიც საუკუნის უმთავრეს პრობლემად ითვლება, ენერგო ინდუსტრიაში რადიკალურ ცვლილებებს მოახდენს:

„ენერგო კომპანიები იძულებულნი იქნებიან უფრო ნაყოფიერად და ეკონომიურად გამოიყენონ წყალი. ამ კომპანიებისათვის ასევე ცხადი გახდება ის რომ წყლის მოხმარების რესურსის გაფილტვრა მომავალში იქამდე გაგრძელდება სანამ თავად თბილი კლიმატი იარსებებს.“

ექსპერტების ვარაუდით წყლის სისტემა ამერიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რამოდენიმე წლის განმვალობაში, დიდი წნეხის ქვეშ მოექცევა. იმისათვის რომ წყლის მოხმარების დაბალანსებული სისტემა შემუშავდეს, მოსახლეობის რაოდენობის მატებასთან, სოფლის მეურნეობისა და ენერგო ინდუსტრიის ზრდასთან ერთად, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან რადიკალური გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო.

XS
SM
MD
LG