ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირია, საემიგრაციო რეფორმა-კვირის მთავარი თემებია


ამერიკის უზენაესი სასამართლო ისტორიული გადაწყვეტილებისთვის ემზადება ერთსქესიან ქორწინებასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა ამ კვირაშიც მიიღონ.

ვაშინგტონის ყურადღება ამ კვირაში სირიაში მიმდინარე კონფლიქტს და საემიგრაციო საკანონმდებლო ინიციატივას დაეთმობა. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი მაიკლ ბოუმენი იუწყება, სირიის გაჭიანურებული სამოქალაქო ომი როგორც ჩანს, ამ კვირას ჩრდილოეთ ირლანდიაში დიდი რვიანის შეხვედრის დროს მთავარი თემა იქნება.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დიდი რვიანის შეხვედრას დაესწრება. ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა განცხადება იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები სირიის ამბოხებულებს სამხედრო დახმარებას გაუწევს. ეროვნული უშიშროების საბჭოს საკითხებში მრჩეველმა ბენ როდსმა ამის თაობაზე განცხადება გააკეთა.

ბენ როდსი: "ამერიკა მუდმივად ზრდის დახმარების რაოდენობას და მოცულობას სირიის პოლიტიკური ოპოზიციისთვის და უმაღლესი სამხედრო საბჭოსთვის. მივიღეთ გადაწყვეტილება-ერთი ნაბიჯით წინ წავიდეთ და მკვეთრად გავზარდოთ დახმარება უმაღლესი სამხედრო საბჭოსთვის."-განაცხადა როდსმა.

ეს გადაწყვეტილება მეამბოხეთა და ბაშარ ალ-ასადის ერთგულ მებრძოლებთან იმ დაპირისპირებებს მოყვა როდესაც მეამბოხეებმა უკან დაიხიეს. ასევე სამხედრო დახმარების გაზრდა გამოწვეულია ამერიკის მხარის მონაცემებით, რომელიც სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე არსებობს.

ბენ როდსი: "სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ქიმიური ნივთიერება-ზარინი გამოყენებული, და სიმართლე ითქვას, ამ იარაღს ასადის რეჟიმი ფლობს და ინახავს."-აცხადებს მრჩეველი.

ამერიკული საზოგადოება ამერიკის მხრიდან სირიაში პირდაპირ სამხედრო ჩარევას ისევ ეწინააღმდეგება, და ის კონგრესმენებიც კი, რომლებიც ყველაზე აქტიურად უჭერენ მხარს სირიაში ამერიკის მოქმედების გაფართოებას, აცხადებენ რომ სირიაში ამერიკული სამხედროების გადასროლა ყოვლად დაუშვებელი იქნება.

ამასობაში, სენატი საემიგრაციო კანონმდებლობის განხილვას აგრძელებს.
სენატმა უკვე უყარა კენჭი საკითხზე დებატების დაწყებას. რეფორმამ 11 მილიონამდე უსაბუთო ემიგრანტს ლეგალური ცხოვრების და მუშაობის პროცესი უნდა გაუმარტივოს და ასევე ამერიკის მოქალაქეობისკენ გზა უნდა გაუხსნას.

დემოკრატი სენატორის ჩარლზ შუმერის განცხადებით, ასეთი ცვლილებების განხორციელება ამერიკაში საკმაოდ დაგვიანდა.

ჩარლზ შუმერი: "შეერთებული შტატები ასობით ათას ადამიანს შემოსვლის საშუალებას არ აძლევს. ლეგალიზების შემთხვევაში ისინი სამუშაო ადგილებს შექმნიდნენ და ეკონომიკის გაუმჯობესებას შეუწყობდნენ ხელს. მიუხედავად ამისა, ამერიკამ მილიონობით ადამიანს დართო ნება-გადმოეკვეთათ საზღვარი და ამით ისინი ამერიკელების კუთვნილ სამსახურებში დასაქმდნენ."

მოსალოდნელია, რომ სენატში დებატები დიდ ხანს გაგრძელდება. ზოგიერთი რესპუბლიკელი მოითხოვს უსაფრთხო საჰაერო ზონის გარანტიის შექმნას მანამდე, ვიდრე უსაბუთო ემიგრანტების ლეგალიზება მოხდება. იმ შემთხვევაშიც კი თუკი სენატმა მიიღო კანონი, რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებად წარმომადგენელთა პალატაში მისი ბედი მაინც გაურკევველია, სადაც წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონ ბეინერი თავის აზრს აფიქსირებს.

ჯონ ბეინერი: "ვშიშობ, რომ კანონ-პროექტში სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხი საკმარისად არ არის ასახული."

პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს რომ მისი სურვილია, კანონს ხელი უახლოეს თვეებში მოაწეროს.

მიმდინარე კვირას მოსალოდნელია მოვლენების განვითარება ასევე ამერიკის სპეცსამსახურების მიერ სათვალთვალო პროგრამის სკანდალთან დაკავშირებით. ამერიკის უზენაესი სასამართლო კი ისტორიული გადაწყვეტილებისთვის ემზადება ერთსქესიან ქორწინებასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა ამ კვირაშიც მიიღონ.
XS
SM
MD
LG