ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონის მონუმენტი გაიხსნა


2011წლის 23 აგვისტოს შეერთებული შტატების დედაქალაქში 5,8 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც მონუმენტის ნაწილი დაზიანდა

ვაშინგტონის ერთერთი ყველაზე ცნობილი მონუმენტისთვის ახალი ერა იწყება. თეთრი სახლის მრჩევლის ჯონ პოდესტას განცხადებით, დედაქალაქის მთავარი ღირშესანიშნაობა ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს უბრუნდება.ორშაბათს ობელისკი ოფიცილაურად გაიხსნა.

„აქ ყველანი იმიტომ შევიკრიბეთ, რომ ჩვენი დედაქალაქის სიამაყის და ეროვნული მოლის მშვენების -ვაშინგტონის მონუმენტის გახსნას დავესწროთ.“

მარმარილოს ობელისკი ერთერთი მონუმენტია ვაშინგტონში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქს დაუვიწყარ ელფერს ძენს. ობელისკი 130 წლის წინ ამერიკის პირველი პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონის საპატივცემულოდ აშენდა, რომელიც ქვეყანას მეჩვიდმეტე საუკუნის მიწურულს მართავდა.

2011 წლის 23 აგვისტოს ვაშინგტონში ხუთი მთელი რვა მეათედი ბალის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიამ მონუმენტის ნაწილი დააზიანა, რის გამოც ობელისკს ხარაჩოები დამონტაჟდა და ექვსი ათასი ქვის ბლოკი საგულდაგულოდ შემოწმდა. ეს კადრები კომპანია „EARTH. COM“-მა მოგვაწოდა. აღდგენითი სამუშაოები დედაქალაქის მთავრობას 15 მილიონი დოლარი დაუჯდა. პროექტის მენეჯერი ბობ კოლი ამბობს, რომ მიწისძვრამ მონუმენტი ერთვარად გამოსცადა, თუმცა ამჟამად ობელისკს არანაირი ზადი არ აქვს.

„არასდროს გვეგონა, თუ ვაშინგტონში ამ სიმძლავრის მიწისძვრა მოხდებოდა და ვერ წარმოგვედგინა, თუ ობელისკი ასე დაზიანდებოდა. თუმცა 2011 წლის გამოცდილებიდან გამომდინარე მივხვდით, რომ მონუმენტმა სტიქიას მაინც ღირსეულად გაუძლო.“

ვაშინგტონის მონუმენტის სადმაკვირვებლო კოშკზე გამოფენილია ფოტოები, რომელზეც ვაშინგტონის ობელისკის ისტორიული მომენტები და აღდგენითი სამუშაოებია აღბეჭდილი.

ეროვნული პარკის სამსახურის უფროსი ბობ ვოგელი ამბობს, რომ ვაშინგტონის მონუმენტი თავისუფლების სიმბოლოა:

„ობელისკი დემოკრატიის და ამერიკის სიმბოლოა, ამიტომაც იგი განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს.“

მარკ ტანერი ფლორიდიანაა და ვაშინგტონის მონუმენტი არასდროს უნახავს. ის რიგში დილის შვიდის ნახევარზე ჩადგა:

„დედაქალაქში რამდენიმე სელფი უკვე გადავიღე.მაგრამ ახლა მინდა ზემოთ ავიდე და ხედი იქიდან გადავიღო. ეს მონუმენტი ისტორიის ნაწილია და ძალიან ლამაზია.“

კაროლ ჰოლსი ვაშინგტონში ცხოვრობს და მონუმენტის სადამკვირვებლო კოშკზე ასვლას ელოდება:

„სკოლა 1969 წელს დავამთავრე და მას შემდეგ აქ არ ვყოფილვარ. ეს კი ძალიან დიდი ხნის წინ იყო.“

169 მეტრის სიმაღლის ვაშინგტონის მონუმენტი ყველაზე მაღალი ცალკე მდგომი ქვის სვეტია მსოფლიოში.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG