ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ვოლმარტის" განცხადება


კომპანია აცხადებს, რომ არ შეიძენს პროდუქციას იმ ქარხნისგან, რომელიც უსაფრთხოების ყველა ინსპექციას არ გაივლის

მსოფლიოში ერთერთი პოპულარული სავაჭრო ქსელი ვოლმარტი ბანგლადეშში 279 მომწოდებელი ქარხნის ინსპექციას ითხოვს, რომლის შედეგებსაც საჯაროდ გაავრცელებს.

ეს გადაწყვეტილება ვოლმარტმა მას შემდეგ მიიღო, რაც ბანგლადეშში ტანსაცმლის ფაბრიკის შენობა ჩამოინგრა, რასაც 1,100 მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ვოლმარტის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ არ შეიძენს პროდუქციას იმ ქარხნისგან, რომელიც უსაფრთხოების ყველანაირ ინსპექციას არ გაივლის და სათანადო შესაკეთებელ სამუშაოებს არ ჩაატარებს.

ვოლმარტმა ეს გადაწყვეტილება სხვა ტანსაცმლის კომპანიების გაერთიანებული შეთანხმებისგან დამოუკიდებლად მიიღო, რომლებმაც ბანგლადეშს სამუშაო პირობების გაუმჯობესება მოსთხოვეს.
XS
SM
MD
LG