ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენსი: "ამერიკა რუსეთთან საერთო ენის ძებნას გააგრძელებს"


შეერთებულ შტატებს რუსეთთან ახალი საერთო ნიადაგის მონახვა სურს. ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი ამბობს, რომ შეერთებული შტატები „რუსეთისგან პასუხის მოთხოვნას გააგრძელებს“, მაგრამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითების შესაბამისად, „რუსეთთან საერთო ნიადაგის“ მოძებნის გზებს გამოიკვლევს.

პენსმა ეს კომენტარი დღეს, ბრიუსელში, ევროსაბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრისას გააკეთა.

„იმ დროს, როცა რუსეთი საერთაშორისო საზღვრების ძალით შეცვლას ცდილობს, ჩვენ ნატოს მეშვეობით, პოლონეთში და ბალტიის ქვეყნებში გაძლიერებული სამხედრო ყოფნის ინიციატივის მხარდაჭერას გავაგრძელებთ. უკრაინას რაც შეეხება, შეერთებული შტატები რუსეთისგან პასუხის მოთხოვნას გააგრძელებს და რუსეთს მინსკის შეთანხმებების პატივისცემას, აღმოსავლეთ უკრაინაში დეესკალაციის დაწყებით მოსთხოვს“, - განაცხადა პენსმა.

XS
SM
MD
LG