ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი


"ვაშინგტონ პოსტი"-არჩევნებით საქართველოში პოლიტიკური სისტემის ცვლა იწყება

"საქართველოს მოქალაქეები ახალ პარლამენტს ირჩევენ პროცესში, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მომავალს განსაზღვრავს. [პრეზიდენტის] პარტიას, რომელიც პარლამენტში აქამდე დომინირებდა, სერიოზული მეტოქე ჰყავს ოპოზიციური კოალიციის სახით, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.

ქვეყანაში, რომელიც გაყალბების შიშით არის მოცული, ორშაბათის არჩევნები სააკაშვილის დემოკრატიისადმი ერთგულების ტესტად ფასდება მაშინ როცა საქართველო ევროკავშირისა და ნატოს წევრობას ესწრაფვის"-ნათქვამია სტატიაში. სააგენტო "ასოშეითიდ პრესზე" დაყრდნობით, "ვაშინგტონ პოსტი" იუწყება, რომ ახალი არჩევნების შემდეგ საქართველოში პოლიტიკური სისტემის ცვლა დაიწყება რომლის დროსაც დამატებითი უფლებები ქვეყნის პრემიერ მინისტრს მიეცემა.
XS
SM
MD
LG