ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კურტ ვოლკერი ვლადისლავ სურკოვს მინსკში შეხვდა


ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა, რომ უკრაინის კონფლიქტის საკითხში შეერთებული შტატების საგანგებო წარმომადგენელი კურტ ვოლკერი და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის საკითხს კურირებს, მინსკში დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მინსკის შემდეგ, კურტ ვოლკერი ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში გაემგზავრება, სადაც 22 აგვისტოს, მთავრობის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, უკრაინის საკითხზე დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.

23 აგვისტოს, ვოლკერი თავდაცვის მდივან ჯიმ მატისთან ერთად, უკრაინის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებთან, „უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, დიპლომატიური მოლაპარაკებების შემდგომ ნაბიჯებზე“ იმსჯელებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG