ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვოლკერი: თბილისის ნაბიჯები რეინტეგრაციისკენ კონსტრუქციულია


კურტ ვოლკერი, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის მოლაპარაკებებში

სახელმწიფო დეპარტამენტში, უცხოელ ჟურნალისტთა პრეს ცენტრში სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგნელმა უკრაინის მოლაპარკებებში კურტ ვოლკერმა აღმოსავლეთ უკრაინაში ამ დროისთვის შექმნილი მდგომარეობა მიმოიხილა.

მისი განცხადებით, კონფლიქტი გრძელდება, მიუხედავად პერიოდული დეესკალაციისა, რომელსაც თავის მხრივ, მდგომარეობის აქტიური გამწვავება მოსდევს. ვითარება, რომელიც დღეს გვაქვს არის ომი და არა გაყინული კონფლიქტი, რომელმაც დაწყების დღიდან, ორივე მხრიდან, 10 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომის შედეგად ასევე დაშავდა 24 ათასი ადამიანი, ორი მილიონი კი იძულებით ადგილნაცვალი გახდა.

ვოლკერის განცხადებით, რუსეთი აქ მთავარი დამნაშავეა. მაშინ, როცა ის მინსკის შეთანხმების, ნორმანდიის პროცესის მონაწილე და ხელმომწერია, ადგილზე მისი მოქმედებები მხოლოდ საწინააღმდეგოს აჩვენებს და დიპლომატიურ პროცესსაც ძირს უთხრის. ელჩმა დასძინა, რომ ახლა ჯერი და პასუხისმგებლობა რუსეთზეა მიიღოს სერიოზული, კონკრეტული გადაწყვეტილება მშვიდობის დასამყარებლად.

სწორედ ამ მიზნისთვის, ამერიკული მხარე და მისი ოფისი საფრანგეთის, გერმანიის, კანადის და დიდი ბრიტანეთის მთავრობებთან და ევროკავშირისა და ეუთოს წარმომადგენლებთან მუშაობს. ამ თანამშრომლობის მიზანი სამშვიდობო ინიციატივების განვითარებაა, რაც კონფლიქტის დასრულებას შეუწყობს ხელს.

პრეზენტაციის შემდეგ, ვოლკერმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს. უკრაინის თემის პარალელურად, "ამერიკის ხმა" დაინტერესდა ვოლკერი მოსაზრებით საქართველოს კონფლიქტური რეგიონების და მთავრობის მიერ სულ ახლახანს წარმოდგენილი სამშვიდობო ინიციატივის "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" შესახებ.

კურტ ვოლკერის შეფასებით, საქართველოს მთავრობის მხრიდან ეს არის ნაბიჯი კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანების მხარდასაჭერად, რამეთუ საქართველო, ისე როგორც ყველა ჩვენ, ამ რეგიონებს სუვერენული საქართველოს ნაწილად ვხედავთ.

მისივე აზრით, კონსტრუქციულია ამ ტიპის ხალხთაშორის კავშირებზე მუშაობა. “ამ დღეებში ვნახე ფოტო სურათი საქართველოდან, სადაც რუსებმა კონფლიქტის ხაზი სამხრეთ ოსეთში გადმოსწიეს და ამდენად, ერთ-ერთ ქართულ ოჯახს აღარ შეუძლია ოჯახის წევრის საფლავი მოინახულოს - საფლავი, რომელიც საძღვრის მეორე მხარეს მოექცა. ეს დიდი ადამიანური ტკივილი და შემაშფოთებელი ამბავია. საუკეთესო გამოსავალი მშვიდობის დამყარება და რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა, რათა ადამიანებმა ნორმალურად იცხოვრონ.”

Facebook Forum

XS
SM
MD
LG