ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო გმობს წამების ფაქტებს


United Nations logo
გაერო გმობს პატიმართა წინააღმდეგ ჩადენილ შეურაცხმყოფელ ქმედებებს, რაც საზოგადოებისთვის მიმდინარე კვირას მიწოდებულ ვიდეო კადრებში ჩანდა და დამნაშავეთა დასჯის მოწოდებით გამოდის.

„ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, რომ ადამიანის უფლებების ყველა დარღვევა, არამხოლოდ ამ ვიდეო კადრებში აღბეჭდილი დარღვევები, არამედ სხვა შემთხვევებიც, სწრაფად, მიუკერძოებლად და ეფექტურად იქნას გამოძიებული, რათა პასუხი აგონ დამნაშავეებმა,“ - განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარიატის სპიკერმა, რუპერტ კოლვილმა ჟენევაში და დასძინა, რომ შეურაცხყოფის მსხვერპლს სავალდებულო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება უნდა აღმოუჩინონ.

კოლვილი ამბობს, რომ ვიდეო კადრები შოკისმომგვრელია. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის სპიკერი საზოგადოებას შეახსენებს, რომ ადამიანის უფლებების საერთაშორისო კანონმდებლობით მიუღებელია წამების, ისევე როგორც უხეში, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა ან სასჯელი. კოლვილის განცხადებით, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს დამნაშავეების დასჯა.

20 სექტემბერს, გაეროს წარმომადგენლობამ საქართველოში განაცხადა, რომ შეძრწუნებული იყო პენიტენციალურ სისტემაში არსებული იმ დარღვევებით, რომლებიც ვიდეო კადრებზე დაფიქსირდა.
XS
SM
MD
LG