ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპის ლიდერები ერთმანეთს რომში შეხვდნენ


იტალიის პრემიერ მინისტრმა მარიო მონტიმ მოუწოდა საბერძნეთს ევროს სავალუტო ზონაში დარჩეს

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და იტალიის პრემიერ მინისტრი მარიო მონტი შეთანხმდნენ, რომ ბიუჯეტის საკითხმა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ხელი არ უნდა შეუშალოს.

ხუთშაბათს ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს რომში შეხვდა. შეხვედრა წინ უსწრებს საბერძნეთის ეროვნულ არჩევნებს და მომავალ კვირას მექსიკაში დაგეგმილ ეკონომიკურ სამიტს.
ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ყველა ღონე უნდა იხმარონ იმისთვის, რათა ევროზონა ეკონომიკური ჩიხიდან გამოვიდეს და ფინანსურ ბაზრებზე სტაბილურობა დამყარდეს.

იტალიის პრემიერ მინისტრმა მარიო მონტიმ მოუწოდა საბერძნეთს ევროს ფულად ზონაში დარჩეს. თუმცა თუ კვირას საბერძნეთის არჩევნებზე ოპოზიციური პარტიებმა მოიგეს, საბერძნეთში ძველი ფულის ერთეული-დრაჰმა დაბრუნდება. ეს ცვლილებები კი, ევროპის და საერთაშორისო ბაზრებზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს.

XS
SM
MD
LG