ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამამ რომნი დაამარცხა


ამერიკის 45-ე პრეზიდენტის ვინაობა ცნობილია

ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა ბარაკ ობამამ მისი რესპუბლიკელი მეტოქე, მიტ რომნი დაამარცხა და თეთრ სახლში მეორე ვადით განიმტკიცა პოსტი.

მიტ რომნიმ უკვე აღიარა დამარცხება და განაცხადა, რომ ტელეფონით ბარაკ ობამას გამარჯვება მიულოცა.

რომნი ამ სიტყვებს მისი იმედგაცრუებული მხარდამჭერების წინაშე წარმოთქვამდა. გუბერნატორმა მადლობა გადაუხადა ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატს, პოლ რაიანს და საკუთარი ოჯახის წევრებს. ამასთან, რესპუბლიკელმა კანდიდატმა გამარჯვებულ პოლიტიკოსს წარმატებული ოთხწლიანი კარიერა უსურვა ამერიკის საკეთილდღეოდ.

ბარაკ ობამამ, ელექტრონული ფოსტით გავრცელებულ გზავნილში, ამომრჩევლებს, ამერიკელებს, აქტივისტებს გაწეული საქმისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში გასაკეთებელი ჯერ კიდევ მრავლად არის.
XS
SM
MD
LG