ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერვიუ დონალდ ტრამპთან დიდი ოცეულის სამიტზე


“ამერიკის ხმა” პრეზიდენტ დონალდ ტრამპმს ბუენოს-აირესში დიდი ოცეულის შეხვედრაზე ესაუბრა. პრეზიდენტმა ამერიკის ხმის კოტრიბუტორის გრეტა ვან სასტერნის კითხვებს უპასუხა.

გრეტა ვან სასტერნი: ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ არგენტინაში ვართ, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და მექსიკამ ჩრდილო-ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (NAFTA) განახლებულ ვარიანტს მოაწერეს ხელი. სენატორი ელიზაბეტ უორენი… რომელიც შესაძლოა თქვენი მეტოქე იყოს 2020 წელს, ამბობს, რომ შეთანხმება ბევრის მომტანი არაა. რას უპასუხებდით მას?

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი: იოლია, როცა ვინმე მსგავსად გაკრიტიკებს. შეიძლება, ის აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, შეიძლება არა. მე მეგონა, რომ მისი კანდიდატურა დისკვალიფიცირებული იქნებოდა მისი ინდიელების საქმის შემდეგ. მე მართლაც მეგონა რომ ის დისკვალიფიცირებული იქნებოდა, ამის გაკეთება მე ნებისმიერი დროს შემიძლია. შემიძლია ნებისმიერ შეთანხმებაზე ვთქვა რომ, „ჰეი ამას ბევრი არაფერი მოუტანია“. ეს შეთანხმება ბევრად უკეთესია ვიდრე NAFTA. შეერთებული შტატებისთვის ეს შესანიშნავი შეთანხმებაა. ჩვენ ძალიან მოგვწონს ეს შეთანხმება. ჩვენ კარგი შეფასებები მივიღეთ, და ვიტყვი, რომ არცერთი ადამიანი არ წასულა მის წინააღმდეგ. ყველას ძალიან მოეწონა ის. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, რა თქმა უნდა მათ ცოტა დანაკლისი განიცადეს, ცოტა დანაკლისი, თუმცა მათთვისაც კარგი შეთანხმებაა. შესანიშნავია სამივე ქვეყნისთვის.

არცერთი ნაწილი არ საუბრობს ავტომშენებლებზე. რამდენად მოიცავს [ეს შეთანმხმება] ერთ-ერთ იმ პრობლემას, რაც შეერთებულ შტატებს აქვს, „ჯენერალ მოტორსის“ მიერ ქარხნების დახურვის და 14,000 სამუშაო ადგილის დაკარგვის კუთხით?

დიახ, ის ამას ითვალისწინებს და არა მხოლოდ. [შეთანხმება] ავტოკომპანიებს შეაჩერებს სხვაგან გადასვლისგან. ერთი რამ, რაც მე ძალიან მინდა არის ის, რომ ქარხნებმა და ავტო კომპანიებმა არ დატოვონ შეერთებული შტატები, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ყველა ძლიერი ელემენტია USMCA (ამერიკა-მექსიკა-კანადის)-ის შეთანხმების. როცა მას ხელს მოვაწერთ კომპანიები არ გავლენ [შეერთებული შტატებიდან]. ჩვენ ეს [შეთანხმება] კონგრესში უნდა გავიტანოთ, და თუ გავა, და ვფიქრობ რომ ასეც იქნება, ეს შესანიშნავი იქნება და თუ ვერ მოხდება მისი გატანა (რატიფიცირება) ჩვენ ის, იმ ფორმითაც მოგვწონს, როგორც ახლაა.

დიდი ოცეული გლობალური ეკონომიკის საკითხებს განიხილავს. როდესაც მსოფლიოს უყურებთ, რა არის თქვენთვის უდიდესი საფრთხე, რეალისტური საფრთხე ახლო მომავალში, რაც გლობალური ეკონომიკის წინაშე დგას?

ბევრი საფრთხეა. შეერთებულ შტატებს ბევრი ქვეყანა აქამდე ღლეტდა და საიდუმლოს არ ვამხელ როცა ვამბობ, რომ ჩვენზე ჩინეთი უკვე 25 წელია, დიდ მოგებას აკეთებს.

და თქვენ მე ამას უკვე დიდი ხანია მეუბნებოდით, იქამდე, სანამ პრეზიდენტობის კანდიდატი გახდებოდით.

ამას უკვე დიდი ხანია ვამბობ. როცა ახალგაზრდობაში დამპროექტებელ ფირმას ვხელმძღვანელობდი. ამას თქვენ და ყველა სხვა ვეუბნებოდი. ამაზე დიდი ხანია რაც ვსაუბრობ. მაშინ იაპონიაზე ვამახვილებდი ყურადღებას. დღეს იაპონია ნაკლებად პრობლემურია, თუმცა იაპონიაც აქტიურია. თუმცა თითქმის ყველა. თითქოს არავინ გვყვადა, ვინც იცოდა, როგორ წარემართა მოლაპარაკებები, ვაჭრობა, დაედო შეთანხმებები. ჩვენ 800 მილიარდი დოლარის სავაჭრო დეფიციტი გვქონდა და მე ამას ვცვლი. ამერიკა-მექსიკა-კანადის შეთანხმებით ვიწყებთ, რომელიც NAFTA-ს ანაცვლებს. ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ დავდეთ შესანიშნავი შეთანმხება სამხრეთ კორეასთან, ვფიქობ ისინი მალე იგრძნობენ დიდ ცვლილებებს. ჩვენ ევროკავშირს ვესაუბრებით. ისინი შეერთებულ შტატებთან ძალზედ დაუნდობლები არიან. ასევე ჩვენ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან სადილი გვაქვს, და შეიძლება აქედანაც რამე გამოვიდეს.

მაშინ, როცა თქვენ ჩინეთს უწოდებთ ქვეყანას, რომელიც შეერთებულ შტატებს აკოტრებდა, ჩინეთის გლობალური აქტივობა იზრდება. ისინი უკვე ჩრდილოეთ აფრიკაში არიან, პაკისტანში უზარმაზარ პორტს აშენებენ, მათ პანამასა და ლათინურ ამერიკაში დიდი საინვესტიციო შეთანხმებები აქვთ. ისინი შეერთებულ შტატებს უახლოვდებიან, გეოგრაფიულად. ჩინეთის სტრატეგიულ გეგმებს ენდობით? თუ გაშფოთებთ ის?

მათ უფრო ნაკლები ფული ექნებათ, ვიდრე ახლა იმ შეთანხმებების შედეგად, რომელზეც მე ვმუშაობ. თუ შეხედავთ, ჩვენ 25 პროცენტით ვბეგრავთ 250 მილიარდის იმპორტს ჩინეთიდან. ეს ნიშნავს, რომ მილიარდობით და მილიარდობით დოლარს მივიღებთ. მე შემიძლია ეს გავაორმაგო, და შემდეგ ისევ გავაორმაგო. და ისინი ვერასდროს იზამენ, რასაც აქამდე სხვა პრეზიდენტებს უკეთებდნენ, რადგან თქვენ ხედავთ რაც ხდება ჩინეთთან. ამის გაკეთება არ მინდა, თუმცა ახლა ისინი უფრო ცუდ მდგომარეობაში არიან, ვიდრე აქამდე, და კიდევ ერთხელ ვფიქრობ, ჩვენ კარგ მდგომარეობაში ვართ. ჩვენ 11.7 ტრილიონი მოვიგეთ, მას შემდეგ რაც მე ამირჩიეს, და ჩინეთმა დიდი დანაკარგი განიცადა, ჩვენ დღეს ჩინეთზე გაცილებით დიდი ეკონომიკა ვართ. ბევრმა არ იცის, ჩვენ გაცილებით დიდი, და უფრო ძლიერი ეკონომიკა ვართ, ვიდრე ჩინეთი.

ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ლათინურ ამერიკაში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ინვესტიციებს დებენ, ჩანს, რომ ისინი მსოფლიოს გარშემო უფრო აქტიურნი არიან...

ვიცი, მაგრამ მათ ვალის პრობლემა აქვთ და მოუწევთ ამ ვალის გადახდა. ეს უზარმაზარი მოცულობის ფულია, რასაც ისინი ხარჯავენ. მომწონს ეს? ალბათ არა, მაგრამ ვიცი, რომ ეს მათთვის ძალზე ძვირია, და ბევრი ეს [ინვესტიცია] არ იმუშავებს.

თქვენ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გეგმავდით, და შემდეგ [შეხვედრა] გააუქმეთ. რომ შეხვედროდით მას, რა იქნებოდა თქვენს დღის წესრიგში?

მე ვთქვი, რომ გულახდილად, იქიდან გამომდინარე რაც უკრაინაში მოხდა გემების და მეზღავეურების გარშემო, ეს არ იქნებოდა სწორი დრო. თუმცა მე მას შევხვდები. ვფიქრობ, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს, და ვფიქრობ ჩვენ რუსეთთან კარგი ურთიერთობა გვექნება, ასევე ჩინეთთან, და ასევე სხვებთანაც. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია. მე მას საჭირო დროს შეხვდები.

როგორ ფიქრობთ, რა გათვლები აქვს მას უკრაინაში? რატომ დააკავა მეზღვაურები და გემები?

მე მის აზრებს არ ვკითხულობ. არავის შეუძლია ამის გაკეთება. მან იცის, რისი გაკეთება უნდა, თუმცა ჩვენ გარკვეულ რაღაცეებს ვერ დავუშვებთ. რაც მოხდა იმის ნაწილი ვერ ვიქნები.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი გლობალურ ეკონომიკაში, კლიმატის ცვლილებებია. ამ საკითხს აქ განიხილავენ. რა პოზიცია გაქვთ კლიმატის ცვლილებებზე და რა გავლენა აქვს მას გლობალურ ეკონომიკაზე?

მე მინდა ყველაზე სუფთა ჰაერი და ყველაზე სუფთა წყალი ამ პლანეტაზე. და ჩვენ ეს გვაქვს. ჩვენ გარემოს დაცვის კუთხით კარგად მივდივართ, და ესაა ის, რაც მე მინდა. თუმცა, მე არ ვაპირებ ქვეყანა გავაკოტრო, რათა ის სტანდარტები შევინარჩუნო, რომლებსაც სავარაუდოდ, არანაირი მნიშვლენობა არ აქვს. როცა ჩინეთს უყურებ, და როცა სხვა ქვეყნებს უყურებ, სადაც ინფიცირებული ჰაერი აქვთ... ხალხს ამაზე საუბარი არ უნდა, თუმცა ის ჩვენამდეც აღწევს. ჩვენ გვექნება სუფთა ჰაერი, თუმცა, მათ არა და ეს ბევრი ფული ჯდება. ფაქტია, რომ ჩვენ სრულიად სუფთანი ვართ, და არ ვაპირებთ ტრილიონობით დოლარის დახარჯვას, რომ გავასუფთავოთ სხვებისთვისაც.... მე უბრალოდ მიდგომა მაქვს - ამერიკა უპირველეს ყოვლისა. თუმცა ამასთან ერთად, ჩვენ მსოფლიოს კარგი მეზობელი ვიქნებით. თუმცა, ჩვენ თავს სამართლიანად უნდა მოვექცეთ.

ში ძინპინთან კლიმატურ ცვლილებებს განიხილავთ?

ამაზე ვისაუბრებთ. ბევრ რამეზე ვისაუბრებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ ვაჭრობაა. ბევრ ადამიანს ამის მოსმენა სურს, რომ კლიმატის გარშემო ზომები უნდა მიიღოს... დარწმუნებული ვარ ასეც იზამს. ის ჩემი მეგობარია და კარგი კაცია, თუმცა ჩვენ პატარა უთანხმოება გვაქვს. ჩვენს ქვეყანას უკვე ბევრი წელია იყენებენ, და ეს დასრულდება.

დიდი ბრიტანეთში თემთა პალატაში მნიშვნელოვანი კენჭისყრა ახლოვდება. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი აქ იმყოფება. ბრექსიტი (ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება) სავაჭრო საკითხია - როგორ უმკლავდება ის ამ პროცესს? რა გავლენა ექნება ამას შეერთებულ შტატებზე?

რთული სათქმელია. მე მას ვუთხარი, რომ მე ცოტა სხვანაირად გავაკეთებდი ამას, უფრო სწორად ბევრად უფრო განსხვავებულად. ვფიქრობ ის კარგი ქალია, და ძალიან ბევრს მუშაობს.... ის რთულ სიტუაციაშია. ნე სხვაბაურად ნივუქცეიდუ, სხვა მიდგომა მექნებოდა. არსი იმის რასაც ისინი აკეთებენ - ვგულისხმობ გამოყოფას - ვფიქრობ კარგია. მათ საკუთარი იდენტობა უნდათ რომ ქონდეთ. საკუთარი საიმიგრაციო კანონები, არ უნდათ რომ სხვა ეუბნებოდეთ ვინ უნდათ და არ უნდათ მათ. მაგრამ უნდა ვთქვა, რომ [ტერეზა მეი] ძალიან ბევრს მუშაობს.

რაც შეეხება შეერთებულ შტატებზე გავლენას, შეერთებული შტატები დამკვირვებელია ბრექსიტის პროცესის, თუ აქვს ამას ჩვენზე გავლენა?

ჩვენ მას ვუთხარით, ჩვენ დამკვირვებლები ვართ გარკვეულწილად.

არანაირი გავლენა არ აქვს შეერთებულ შტატებზე?

მათი ქვეყანაა. მათ უნდა გააკეთოთ ის რაც მათი გასაკეთებელია. ვნახავთ თუ დაითანხმებენ პარლამენტს. საინტერესო იქნება...ევროკავშირი ჯიუტი ჯგუფია. ისინი ჩვენთან ვაჭრობის საკითხებზე ისევე ცუდები არიან როგორც ჩინეთი. და ისინი რიგში არიან....მათ უზარმაზარი ბარიერები აქვთ. უზარმაზარი ბარიერები, წარმოუდგენელი. მათ არასატარიფო ბარიერებიც აქვთ, და ტარიფებიც... ჩვენ მათთან 151 მილიარდი დავკარგეთ გასული წლების მანძილზე. და ეს ევროკავშირია, წარმოგიდგებიათ? იფიქრეთ ამაზე. კარგად ისმის, მაგრამ ისინი ძალიან შეუპოვრები არიან ვაჭრობის საკითხე, მასაც [ტერეზა მეისაც] შეუპოვრად მოექნენ. თუმცა ჩვენ ჩვენს ნაწილს მივიღებთ, ეს შემიძლია გითხრათ.

რაც შეეხება შიდა ეკონომიკას. შემდეგ კვირაში კენჭისყრა გაიმართება და ამან შესაძლოა მთავრობის დახურვა გამოიწვიოს. პირველ რიგში, ფიქრობთ რომ ამერიკის მთავრობა შესაძლოა დაიხუროს, და მეორე ამას გლობალური ეკონომიკაზე გავლენა ექნება?

ვერ გეტყვით დაიხურება თუ არა მთავრობა, არავინ იცის. თუმცა შემიძლია ის გითხრათ, რომ ჩვენ დავიცავთ საკუთარ საზღვრებს. ჩვენ ძალიან მკაცრად დავიცავთ საზღვრებს. ნახეთ როგორ გავუმკლავდით ქარავნებს, რომლებიც [შეერთებული შტატებისკენ] მოიწევდნენ, და ახლა ისინი უკან ბრუნდებიან... ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ხალხს არალეგალურად შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ხალხს მათი დამსახურების მიხედვით მივცემთ შემოსვლის უფლებას. ჩვენ ხალხი გვჭირდება, იცით? ჩვენ ყველაზე დაბალი უმუშევრობის მაჩვენებელი გვაქვს უკანასკნელი 51 წლის მანძილზე. ჩვენ ხალხი გვჭირდება. კომპანიები შემოდიან. [იაპონიის] პრემიერ მინისტრმა შინძო აბემ მითხრა, რომ მათ ორი ავტო-მშენებელი კომპანია გადმოყავთ, უზარმაზარ ქარხანას ააშენებენ. ამის შესახებ არ საუბრობენ, ბევრი რამ ხდება. „გენერალ მოტორსის“ შესახებ კი იღებტ ცნობებს, არ ვიცი რა მოხდა „გენერალ მოტორსის“ შემთხვევაში, მაგრამ ტენდენცია საწინააღმდეგოა. ერთს ვიტყვი: ჩვენს ეკონომიკას უკეთესად არასდროს უმუშავია...

თქვენ კედლის ასაშენებლად 5 მილიარდი გჭირდებათ. კონგრესი ამბობს, რომ არ მოგცემთ, რა მოხდფება?

ვნახავთ რა მოხდება.

მოლაპარაკებებზე წახვალთ?

ერთს გეტყვით, ჩვენ დავიცავთ საზღვარს. თუ არ დაიცავ საზღვარს, ძალიან ბევრი საშიში რამ შეიძლება მოხდეს. მაგრამ ჩვენ დავიცავთ საზღვარს. ჩვენ არ დავუშვებთ ხალხის შემოსვლას ქვეყანაში ისევე როგორც ბოლო 10 წლის მანძილზე ხდებოდა. ხედავთ რა ხდება ემ-ეს-13 -ის და ბანდის წევრების გარშემო, შეხედეთ ქარავანს. მათ 650 წევრი ყავთ, რომლებიც ნამდვილად კრიმინალები არიან. მე არ მინდა მათი შემოსვლა ამ ქვეყანაში. არ ვაპირებ ეს დავუშვა. თუ საზღვრებს არ იცავ, ქვეყანაც არ გაქ…

დიდი ოცეულის სამიტი ბუენოს აირესში
დიდი ოცეულის სამიტი ბუენოს აირესში

და ბოლო კითხვა... რა არ ესმის ამერიკის მედიას, ეკონომიკას როცა ეხება საქმე...?

ვფიქრობ, საქმე არაა იმაში, რომ არ ესმით ეკონომიკა. მათ კარგად იციან, რას ვაკეთებთ ჩვენ. უბრალოდ, ამის თქმა არ უნდათ, რადგან ეს მე მადგება და ეს არ სურთ. მე მათ „ცრუ ახალ ამბებს“ ვეძახი. მედიას არ ვიყენებ. მე ვამბობ, რომ ყალბად აშუქებენ ამბებს. ჩვენ ფენომენალური ეკონომიკა გვაქვს. ეს მათ იციან. ჩვენი უმუშევრობობის სტატისტიკა საუკეთესოა... მედიამ კარგად იცის, როგორ კარგად მივდივართ. თუმცა, ამის დაწერა არ სურთ.

მოგწონთ მსოფლიო ლიდერებთან ეკონომიკის განხილვა?

მომწონს. ჩვენ საუკეთესო ეკონომიკა გვაქვს მსოფლიოში. თითქმის ყველა ლიდერი მოდის ჩემთან, და მილოცავენ შესანიშნავ ეკონომიკურ მდგომარეობას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG