ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას საპატიო ჯილდო გადაეცა


„ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას საპატიო ჯილდო გადაეცა

“გვინდა ინფორმაციის და იდეების გავრცელების საქმეში ქართველი ხალხისადმი თქვენი ერთგულება ავღნიშნოთ. 1951 წლის 26 მაისს გადაცემული პირველი რადიოპროგრამიდან დღემდე „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ობიექტური ინფორმაციის თანამედროვე ტექნოლოგიებით და მედიის რამდენიმე საშუალებით გავრცელების საქმეს ემსახურება. რამაც თქვენ ქართველი აუდიტორიის ნდობა და რწმენა მოგაპოვებინათ“, აღნიშნულია სპეციალური მიმართვის ტექსტში.

საპატიო ჯილდო ქართულ რედაქციას საზეიმო ვითარებაში მმართველი საბჭოს წევრმა, შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა პოლონეთში და ნოქსვილის ყოფილმა მერმა -ვიქტორ ჰენდერსონ ეშმა და „ამერიკის ხმის“ დირექტორმა -დევიდ ენსორმა გადასცეს.

XS
SM
MD
LG