ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვირჯინიის შტატში ჟურნალისტი და ფოტოგრაფი მოკლეს


გარდაცვლილი ჟურნალისტები
გარდაცვლილი ჟურნალისტები

დღეს, დილით, პირდაპირი გადაცემის დროს, შეიარაღებულმა პირმა ამერიკული ტელევიზიის ახალი ამბების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნა.

სამხრეთ დასავლეთ ვირჯინიის ქალაქ როანოკში, მთლიანად შავით შემოსილი შეიარაღებული პირი ჟურნალისტთან და ოპერატორთან მაშინ მივიდა, როცა ისინი ინტერვიუს იღებდნენ, იარაღი დაუმიზნა და სროლა დაიწყო.

ადგილობრივმა სატელევიზიო სადგურმა WDBJ-მ თქვა, რომ ჟურნალისტიც და ოპერატორიც დაიღუპნენ. ადგილობრივი ბიზნესის ლიდერი კი, ვისგანაც ინტერვიუს იღებდნენ, დაჭრილია.

შეიარაღებული პირი გაიქცა და ჯერ-ჯერობით მისი ვინაობა და სატელევიზიო ჯგუფზე თავდასხმის მოტივი უცნობია.

ტელევიზიის ერთ-ერთმა დიქტორმა თქვა: „ისინი ჩვეულებრივ ამბავს აშუქებდნენ, პროტესტების ან დემონსტრაციების თემაზე არ მუშაობდნენ.“

როანოკი ვაშინგტონიდან დაახლოებით 375 კილომეტრით არის დაშორებული.

სროლა დაახლოებით 6 საათსა და 45 წუთზე დაიწყო, როცა ჯგუფი პირდაპირ ეთერში იყო.

XS
SM
MD
LG