ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენის ვიზიტი ინდოეთში გრძელდება


ვიცე პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა მუმბაის საფონდო ბირჟაზე და ინდოეთის წამყვან ბიზნესმენებს შეხვდა

ამერიკის ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დელიდან მუმბაიში ჩავიდა, რომელიც ინდოეთის ფინანსურ დედაქალაქადაა მიჩნეული. დღეს ბაიდენი სიტყვით გამოვიდა მუმბაის საფონდო ბირჟაზე და ინდოეთის წამყვან ბიზნესმენებთან შეხვედრა გამართა.

ბიზნესმენებთან შეხვედრისას ბაიდენმა ამერიკასა და ინდოეთს შორის არსებულ კეთილგანწყობილ ურთეითობაზე გაამახვლა ყურადღება:

„დედამიწის ორ უძველეს და უმსხვილეს დემოკტრატიას საშუალება აქვს ერთმანთთან კავშირები გააღრმაონ, ერთმანეთს მიზნები გაუზიარონ და ერთმანეთთან პირდაპირი და შეუფარავი დისკუსია აწარმოონ.“

თეთრი სახლის განცხადებით, ბაიდენის ინდოეთში ვიზიტი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში გადაბალანსების პოლიტიკის ნაწილია.
XS
SM
MD
LG